logo_geo
მესი თუ რონალდუ? - ბლიც-ინტერვიუ შოთი არველაძესთან
- +

25 თებერვალი. 2021. 16:29

 

 

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს სტუმარია ყოფილი ფეხბურთელი შოთი არველაძე.

 

- რა არის ის, რასაც სულმოუთქმელად ელი?

 

- კოვიდ-19-ის დამთავრება.

 

- გჯერა სიკვდილის მერე ცხოვრების?

 

- კი.

 

- რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?

 

- სიკეთე.

 

- რისთვის ღირს ცხოვრება?

 

- სიყვარულისთვის.

 

- რა გგვრის ყველაზე დიდ სევდას?

 

- საყვარელი ადამიანის დაკარგვა.

 

- რას იზამდი, ღმერთი რომ იყო?

 

- ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს.

 

- რას აკვირდები ადამიანებში ყველაზე მეტად?

 

- ხასიათს.

 

- რა არის სიყვარული?

 

- არ ვიცი, ერთ სიტყვაში ვერ ავხსნი.

 

- ფეხბურთის ღმერთი...

 

- მარადონა.

 

- თამაშისას ტრიბუნიდან ყველაზე ცუდი რა გაგიგია?

 

- გინება.

 

- მესი თუ რონალდუ?

 

- მესი.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი