logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: მე კი, მისივე შეფასებით, დომენიკოს ერთ-ერთი ტყუპისცალი, ჩემი დოჩანათი ვარ ბედნიერი!
- +

4 აპრილი. 2021. 00:20

 

ეს ჩემი დოჩანაა.

 

მე მისთვის - დომენიკოს, მისდა საბედნიეროდ, ერთ-ერთი ტყუპისცალი.

 

დამეთანხმებით, მსგავსი ეპითეტით, შედარებითა და ბედნიერებით ბევრი ვერ დაიტრაბახებს.

 

მართლა სატრაბახოდ მაქვს საქმე და დიახ, ამაყიც ვარ ამ შეფასებით.

 

ეს წარწერა ერთ-ერთ წიგნზე წამიწერა ჯერ კიდევ 2008 წელს.

 

მას შემდეგ კიდევ უფრო ხშირი იყო ბედნიერება მასთან ყოფნისა.

 

ყველას თავისი დოჩანა ჰყავდა.

 

დოჩანა, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.

 

მე ჩემი ბედნიერება მქონდა მასთან ურთიერთობისა.

 

ვიზიარებ ქვეყნის, ოჯახისა და განსაკუთრებით, ნათელა დეიდას მწუხარებას...

 

საქართველო ამაყია უკვდავი კაცით.

 

მე კი, მისივე შეფასებით, დომენიკოს ერთ-ერთი ტყუპისცალი, ჩემი დოჩანათი ვარ ბედნიერი!

 

პ.ს.

 

ეს ანის გადაღებული ერთ-ერთი ფოტოა ერთ-ერთი შეხვედრიდან.

 

და დარჩება ისტორიას შეჩერებულ წამად და გაყინულ მარადისობად...

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი