logo_geo
რატომ აშენდა დავითგარეჯი და ვინ იყო ბაბა-კარი
- +

14 აპრილი. 2021. 17:10

 

 

წმინდა დავითი საშინელი ცილისწამების შემდეგ თბილისს განერიდა და თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად უდაბნოს ველზე დამკვირდა. აქ ბერები პირველად წვიმის წყალს სვამდნენ, მაგრამ მერე ღმერთმა დავითს ძილში მიასწავლა ანკარა წყარო. ამის გარდა, ღვთის ნებით დავითს და ბერებს სამი ირემი მოუდიოდა და მათ რძით კვებავდა.

 

თათრების ერთმა ბელადმა ბაბა-კარმა ნადირობის დროს ნახა, რომ დავითთან ახლოს მშვიდად იჯდა ხოხობი. ამის გამო მან ბერის წმინდანობა ირწმუნა და მომაკვდავი შვილის მორჩენა სთხოვა. წმინდანმა ბაბა-კარს თხოვნა აუსრულა და ამ სასწაულის შემდეგ თათარი გაქრისტიანდა. 

 

ერთხელ დავითი თავადმა დადა ანდრონიკაშვილმა ინახულა. მოიხიბლა მისი მოღვაწეობით და მასთან დარჩა ბერად. დავითი ერთხანს სამოღვაწეოდ იერუსალიმში წავიდა, შედეგ ისევ დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე გარეჯში მოღვაწეობდა. ბაბა-კარს დავითისთვის ეკლესია აუშენებია, რომელიც შემდეგ სხვებს გაუფართოებიათ. ასე აიგო დავითგარეჯის მონასტერი, სადაც ბერები ერთგულად განაგრძობდნენ გარეჯელების დაწყებულ საქმეს.

 

მასალა აღებულია წიგნიდან „იამბე, ციხის ნაშალო“

right_banner big_banner
არქივი