logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ჩემი შვილის თაობის წიგნი უნდა გახდეს ეს, რომ გაიგონ რა ბედნიერები და მაგრები ვიყავით...
- +

30 აპრილი. 2021. 02:53

 

 

ქეთოს კი არა, მთელი ჩემი თაობის და ამ ქვეყნის წიგნია, რომ წაიკითხავთ,  ამ ადამიანებს დაინახავთ, ხმასაც გაიგონებთ, თვალწინ დაგიდგებათ ყველანი, ბევრს გაიგებთ, ისიამოვნებთ, ქეთომ იცის ასე წერა, მიხარიაა, ხელიდან რომ გამოსტაცეს  და თავი მოუყარეს ამ სამყაროს ამბებს, შორენა შავერდაშვილი, "მალადეც", "24 საათი" და "ცხელი შოკოლადი"  ახლა აქ  გრძელდება...

და კიდე ისაა, აი, ჩემი შვილის თაობის წიგნი უნდა გახდეს ეს, რომ გაიგონ რა ბედნიერები და მაგრები ვიყავით, ამ ადამიანებს  რუსთაველზე რო  დავინახავდით და გვიხაროდა, უნდა წაიკითხონ გულისყურით  და მერე სურვილიც გაუჩნდეთ წაიკითხონ ეს მწერლები, მოუსმინონ  ამათ მუსიკას, დაათვალიერონ ნახატები და გაიგონ, მდიდრები რომ ვართ, და რომ გურამ დოჩანაშვილი ქართველი მარკესი კი არა, ქართველი გურამ დოჩანაშვილია, რომ ლედი გაგას რომ უსმენ და მაილს დევისს, ანზორ ერქომაიშვილი უნდა იცოდე...

 

ახლა 4 დღე ზედიზედ წვიმებია გამოცხადებული, ზუსტად საკითხავი ამინდიაა, არ გადადოთ, ვიცი ერთ დღეში მორჩები და წაგეკითხინებათ ეს ყველაფერი და თავიდან მიუბრუნდებით...

ქეთოოოო, ოქროს გოგო ხარ შენ, გასაფრთხილებელი და რა ვქნა, მე ხო გიფრთხილდები ამდენი წელი "საძულველო" - დაასხი დიდი ერთ ლიტრიანიდან, კაი ჩამცმელების  ვთქვათ!!!

პ.ს. ამ კრებულს კიდევ სხვები აკლია, მეორე წიგნიც გვინდა რააა, ყველა იყოს...

 

 

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი