logo_geo
რატომ დაუპირისპირდა მარიკა ლორთქიფანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს
- +

7 მაისი. 2021. 11:54

1975 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის თანამშრომელმა  მარიკა პირველმა დაიბარა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე და უთხრა: ამას წინათ რექტორმა დამავალა, გადმოგცეთ, რომ თქვენს ფაკულტეტზე რამდენიმე საგანი რუსულ ენაზე უნდა წაიკითხოთო.

მ. ლორთქიფანიძემ დიდად გაიოცა ასეთი წინადადება და აღშფოთება გამოთქვა. თუ არ გჯერათ, რექტორთან შევიდეთ და თავად გეტყვითო, უთხრა მარიკა პირველმა. რექტორი მოსკოვში აღმოჩნდა წასული, რომელმაც ჩამოსვლისთანავე დაიბარა პროფ. მ. ლორთქიფანიძე და ჰკითხა, რად მიწყობთო ობსტრუქციას.

მაშინ ლორთქიფანიძემ უთხრა: თუ მიგაჩნიათ, რომ სწორი არ ვარ, მოვიწვიოთ დიდი საბჭო და გამოჩენილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა, პროფესორებმა გადაწყვიტონ ეს საკითხიო.

რექტორმა უთხრა: ჭკუაში ნუ მატყუებთო. მე ის კი არ მითქვამს, სწავლა იყოს-მეთქი რუსულად, არამედ ვთქვი, რუსეთიდან მოვიწვიოთ-მეთქი გაცვლის წესით ლექტორები.

ამის შემდეგ მან ტაქტიკა შეცვალა და დაიწყო სათითაოდ დაბარება ფაკულტეტის დეკანებისა. 1976 წლის 15 იანვარს დაიბარა ჟიჟიაშვილი (მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი), ლომსაძე (ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი), ჩანტლაძე (პოლიტეკონომიის კათედრის გამგე), ლეკვეიშვილი (იურიდიული ფაკულტეტის დეკანი), სურგულაძე (ისტორიის ფაკულტეტის დეკანი) და განუცხადა მათ, რომ საჭიროა ზოგიერთი საგნის რუსულად წაკითხვა რუსული ენის უკეთ შესასწავლად. სტუდენტები რომ ამთავრებენ უნივერსიტეტს, ენის უცოდინარობის გამო ვერ მიდიან რუსეთში სამუშაოდ. თან ყველა ეს პირები გააფრთხილა: მ. ლორთქიფანიძეს არ შეატყობინოთ, რომ მე დაგიბარეთო ამ საკითხზე.

რუსიფიკაციის ესოდენ დაურიდებელმა ცდამ განცვიფრება გამოიწვია ფაკულტეტის დეკანებსა და პროფესორებს შორის, თუმცა, ყველას როდი ეყო მოქალაქეობრივი გაბედულება, რომ პროტესტი განეცხადებინა. აღმოჩნდნენ ისეთნიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს რექტორის წინადადებას. უმეტესობამ დუმილი არჩია. მხოლოდ ნაწილმა განაცხადა მტკიცე უარი.

ასეთები იყვნენ მაგალითად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი  ო. ბაქანიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მ. ლეკვეიშვილი. ამ უკანასკნელმა მთელი მგზნებარებით დაასაბუთა, რომ რუსულ ენაზე კითხვა ლექციებისა ეროვნულ უნივერსიტეტში დაუშვებელია. მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა ჟიჟიაშვილმა განუცხადა რექტორს: სიტყვა ,,ინტეგრალს“ რუსულად ვიტყვი თუ ქართულად, მნიშვნელობა არა აქვს, ამიტომ წინააღმდეგი ვარ ლექციების რუსულ ენაზე წაკითხვისა. პოლიტეკონომიის კათედრის გამგემ, ჩანტლაძემ განაცხადა: სანამ მე აქ ვარ, ეს არ მოხდება, და თუ ენების შესწავლაზე მიდგება საქმე, მე მყავს სპეციალისტები, რომლებიც გერმანულად და ინგლისურადაც წაიკითხავენ ლექციებს. კატეგორიული წინააღმდეგი იყო აგრეთვე ლექციების რუსულ ენაზე წაკითხვისა ლომსაძე. დათანხმდა მხოლოდ ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი ***. ეს უკანასკნელი თავისმა მოადგილემ გასცა მარიკა ლორთქიფანიძესთან. მარიკა ლორთქიფანიძე შევიდა რექტორთან და უთხრა: ან მე დავტოვებ უნივერსიტეტს ან თქვენო. ის ამშვიდებდა: ქ-ნო მარიკა, თქვენს კათედრას არ ეხება, თქვენ რა გაწუხებთო. ამაზე ლორთქიფანიძემ მიუგო: ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხებაო. რექტორი უკან დახევის გზას დაადგა და დაამშვიდა: კარგი, კარგი, რახან არ გინდათ, შევწყვიტოთ ამაზე საუბარიო.

აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე რუსულად წაიკითხა ლექცია დოცენტმა *** მეორე დღეს სტუდენტები აღარ მივიდნენ ლექციაზე. მ. ლორთქიფანიძემ გაიგო ეს და მიმართა ***, რათა აღკვეთილიყო ეს უმსგავსობა.  მ. ფუთურიძემ  (აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი) დაიბარა დოც. *** და მოსთხოვა  ახსნა-განმარტება, რატომ ჩაიდინე ეს საქციელიო. ***-მ უთხრა: რა ვქნა, პარტკომში დამავალესო. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა რექტორი მეცნიერული კომუნიზმის კათედრაზე. ამ კათედრის თანამშრომლებმა ერთხმად განუცხადეს მას პროტესტი ამ რუსიფიკატორული ღონისძიების წინააღმდეგ. მაშინ რექტორმა შეკრიბა ამ კათედრის  თანამშრომლები და უთხრა: რახან არ თანხმდებით, ცენტრალურ კომიტეტში წამოდით და იქ გავარკვიოთო. ცენტრალურ კომიტეტში კი განუცხადეს განცვიფრებულ რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ასეთი მითითება სულაც არ მიუციათ უნივერსიტეტისთვის; რომ ეს ნებაყოფლობითი ამბავია, თუ მოისურვებენ, შეუძლიათ წაიკითხონ რუსულ ენაზე ლექციები და ა. შ.“ ამის შემდეგ რექტორმა გაუქმებულად გამოაცხადა თავისი 15 იანვრის დავალება.

ცხადია, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა ყოველივე ამით ნიადაგის ზონდირება მოახდინა და რა დაინახა ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობა, ჯერჯერობით უკან დახევის პოლიტიკა არჩია...

ფოტოზე: მარიკა ლორთქიფანიძე. 2000 წ. მაია ავალიშვილის ფოტოებიდან.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.

right_banner big_banner
არქივი