logo_geo
როინ მეტრეველი: აბსურდულია დავითგარეჯის კითხვის ქვეშ დაყენება
- +

1 ივნისი. 2021. 23:06

 

 

„დავითგარეჯში რამდენიმე სამონასტრო კომპლექსია და ის ბერთუბანი, რომელიც დღეს სადავოა, არის თამარის ფრესკა. სულ 4 ფრესკა გვაქვს ჩვენ - ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიის და ბერთუბანში  გახლავთ ერთ-ერთი“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას  „POST TV“- ის ეთერში განაცხადა.

 

„აბსურდულია დავითგარეჯის კითხვის ქვეშ დაყენება. მე-6 საუკუნიდან დავითგარეჯის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრებაა. ეს არის ასურელი მამების მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი.

 

დავითის, თამარის დროს ეს იყო უზარმაზარი კულტურული და საეკლესიო კერები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ რამდენიმე სამონასტრო კომპლექსია და იმ ბერთუბანში, რომელიც დღეს სადავოა, არის თამარის ფრესკა. სულ 4 ფრესკა გვაქვს ჩვენ - ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიის და ბერთუბანში  გახლავთ ერთ-ერთი“, - განაცხადა როინ მეტრეველმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი