logo_geo
ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი წერილი
- +

4 ივნისი. 2021. 12:14

 

ჩემო ჯალაფნო!

 

ამას წინად წერილი გამოგიგზავნეთ და არ ვიცი, მოგივიდათ თუ არა. მე დიდი ავადობა და მწუხარება გამოვიარე, ხოლო დღეს-დღეისობით კარგადა ვარ, მაგრამ ექიმები წამოსვლის ნებას არ მაძლევენ.

 

ამ წერილს ნიკოს ვატან და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ. პეტრეს საქმე გავაკეთე აქ ქალაქში და იმედია დუშეთშიაც გაკეთდებოდა. ასე რომ, ამ ბიჭს ისევ დუშეთში დასტოვებენ.

 

მე ამ ცხრა-ათ დღეზე გავჩნდები მანდა. თქვენ იცით, მანდაურობას როგორ შეინახავთ და გაუფრთხილდებით. თამრო, სათიბეებს უფრთხილდით, თვალი უნდა დაავლოთ ჩქარ-ჩქარა, თორო ხომ იცით ეხლანდელი ხალხის ამბავი.

 

წისქვილი მაშინებდა, იქნება წყალმა წაიღო და ნიკომ მითხრა, ბეკურმა გაამაგრაო. აბა, შანაყარი და მოურავი მაგისთანა უნდა! რო მოვალ ერთი დიდი მენდალი მოუტანო წადი-მოდისა.

 

მარადის თქვენი ერთგული ვაჟა

 

1915 წ. 11 თიბათვეს.

 

right_banner big_banner
არქივი