logo_geo
„მესაფლავის წერილები“ – როგორ გამოიყურებოდა მერლინ მონროს სხეული გარდაცვალების შემდეგ
- +

1 ივლისი. 2021. 07:41

 

სარიტუალო ბიუროს მესაკუთრემ, რომელიც ჰოლივუდის ვარსკლავის სხეულს დასაფლავებისთვის ამზადებდა, საკუთარ მოგონებებში შოკისმომგვრელი დეტალები აღწერა. ის ამტკიცებდა, რომ ლეგენდარული ლამაზმანი სულაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ტელეეკრანებსა და ჟურნალების ყდებზე. გარდაცვალების შემდეგ მისი იერსახე დაზიანებული იყო ისე, რომ ვერ იცნობდა და როგორც ჩანს, გარდაცვალებამდე მერილინს საკუთარი თავისთვის დიდი ხნის განმავლობაში არ მიუხედავს.

 

მერილინ მონრო 1962 წლის 6 აგვისტოს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ის გარდაცვალებიდან 6-8 საათში აღმოაჩინეს. 36 წლის მსახიობი საწოლზე სახით ქვევით იწვა და ხელში ტელეფონის ყურმილი ეკავა. ლამაზმანი გაშიშვლებული იყო და მის გვერდით წამლის ცარიელი კოლოფი ეგდო.

 

მისი გარდაცვალების იდუმალებას დღემდე განიხილავენ. ოფიციალური მონაცემებით, ქერათმიანმა ლამაზმანმა სუიციდი ჩაიდინა. მომხდარს ბევრი მერილინ მონროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან რომანს უკავშირებს.

 

მესაფლავემ, რომელიც მის სხეულს დაკრძალვისთვის ამზადებდა, გაამჟღავნა, თუ როგორ გამოიყურებოდა ვარსკვლავი დაკრძალვამდე. ალან აბოტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარიტუალო ბიუროს მმართველი იყო, რომელიც ცნობილ ადამიანებს ემსახურებოდა. საზარელი აღიარებები მან წიგნ „მოგონებებში“ გადმოსცა.

 

 

როგორც ის იხსენებს, მერლინი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მისი სახე იისფერი ლაქებით იყო დაფარული, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში არ გაეკეთებინა ეპილაცია, მანიკური და პედიკური. მერილინ მონრო საკუთარ ასაკზე უფრო ხნიერად გამოიყურებოდა.

 

სიკვდილის დროს, გრავიტაციის კანონის თანახმად, სისხლი სხეულის ყველაზე დაბალ წერტილში გროვდება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადამიანთა უმეტესობა ზურგზე დაწოლილი კვდება, მათ კანი უუფერულდებათ. მერლინ მონროს შემთხვევაში, სახეზე ლაქები ზუსტად იმას მოწმობს, რომ გარდაცვალების დროს ვარსკვლავი სახით ქვევით იწვა. მესაფლავის მტკიცებით, ქერათმიანს დიდი ხანი არ შეუღებავს თმა.

 

ის ქვედა საცვლების გარეშე დაკრძალეს, ვინაიდან ახლობლების თქმით, სიცოცხლეში ზუსტად ასე მიეჩვია სიარულს. ალანმა და მისმა კოლეგებმა მერლინის ნივთებში ხელოვნური მკერდი იპოვეს, მაგრამ დასაფლავების დროს ის არ გამოუყენებიათ. ამის მაგივრად, მათ ვარსკვლავის ბიუსჰალტერი ბამბით ამოტენეს, რომ ფორმა მიეცათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული დივა ძალიან თავდაჯერებულ ქალად წარმოაჩენდა თავს, ახლობლები და მეგობრები მისი გარდაცვალების შემდეგ მერლინის კომპლექსებზე და მის მარტოსულობაზე ჰყვებოდნენ. ტრაგიკულ სიკვდილამდე ისე ჩანდა, თითქოს, მერლინი ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ცდილობდა. მან იყიდა სახლი და ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის, „LIFE“-ის გარეკანზეც გამოჩნდა.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ზუსტად ეს პერიოდი გახდა მისთვის ყველაზე დაღმავალი. ის მესამე ქმარს, არტურ მილერს გაშორდა. დადიოდა ხმები, თითქოს, მას რომანი ჰქონდა ჯონ კენედისთან.

 

მონროს ტრაგიკული ფინალი ყველასათვის შოკისმომგვრელი გახდა. კონკიას ისტორია, რომელიც უბრალო გოგონადან ჰოლივუდის ვარსკვლავად გადაიქცა, ბევრს შთააგონებდა. ხოლო, როდესაც მისი სიცოცხლე უეცრად შეწყდა, თაყვანისმცემლები შოკში ჩავარდნენ. მერლინის სიკვდილი დღემდე საიდუმლოდ რჩება, რომელსაც, ალბათ ვერასდროს ვერავინ ამოხსნის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი