logo_geo
მაკულატურისა და მეტალის შეგროვება საბჭოთა კავშირში
- +

5 ივლისი. 2021. 21:56

 

საბჭოთა კავშირის დროს სკოლები მაკულატურისა და მეტალის შეგროვება-ჩაბარებას ახდენდნენ. აღნიშნული ქმედება ნარჩენების შემცირებას ემსახურებოდა, ვინაიდან მაკულატურა და მეტალი მეორე გადამუშავებას ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, ეკონომიურად მოიხმარებოდა ხის მასალა და იზრდებოდა მეტალის პროდუქციის შემუშავება. პიონერებს კი ამით ხელმომჭირნეობას ასწავლიდნენ.

 

უმრავლეს შემთხვევაში პიონერებს და სკოლას არ უხდიდნენ, მხოლოდ კლასის დაჯილდოება ხდებოდა, რომელიც ყველაზე მეტ მაკულატურასა და მეტალს შეაგროვებდა. შეიძლება დაეჯილდოებინათ სიგელით ან კოლექტიური მოგზაურობით. ამით ბავშვები შეჯიბრების სტიმულს იღებდნენ.

 

ფული, რომელიც მაკულატურისა და მეტალის ჩაბარებით იშოვებოდა, სკოლის საჭიროებებზე იხარჯებოდა. უფროსები ინდივიდუალურადაც აბარებდნენ მაკულატურას, ვინაიდან მათ სხვადასხვა წიგნის შესაძენ ტალონებს აძლევდნენ. ჩაბარებული ქაღალდის ნაწარმი (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) მეორად გადამუშავებას ექვემდებარებოდა და კვლავ იხმარებოდა სხვადასხვა დანიშნულებით.

 

big_banner
არქივი