logo_geo
მართალია თუ არა, რომ „დელტა შტამი“ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს?
- +

22 ივლისი. 2021. 16:08

 

 

სამწუხაროდ, ჩვენ არც თუ ისე ბევრი საიმედო მონაცემი გვაქვს იმ სიმპტომების შესახებ, რომლებსაც ეგრეთ წოდებული დელტა შტამი იწვევს. ამიტომაც მედიასაშუალებები იძულებული არიან ხშირად ცალკეული ექიმის ნათქვამს დაეყრდნონ, თუმცა მსგავსი ინფორმაცია ყოველთვის სანდო არ არის . მაგალითად, თუ თქვენ მანქანის შეძენას აპირებთ და არჩევანი წითელ ფერზე შეაჩერეთ, შეიძლება მოგეჩვენო, რომ გზებზე მეტი წითელი ავტომანქანა მოძრაობს იმიტომ, რომ თქვენ აქცენტს სწორედ მათზე აკეთებთ. ასე შეიძლება COVID-19- ის სიმპტომებთან მიმართებითაც მოხდეს.

 

მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების დროს დამახინჯების ამგვარი რისკი მცირდება. ამიტომ უმჯობესია, სამეცნიერო პუბლიკაციებს დაეყრდნოთ. თუმცა სამწუხაროდ, ამგვარი სტატიები „დელტა შტამის“ სიმპტომების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ალფა ვარიანტზე (B.1.1.7, ასევე ცნობილი როგორც „ბრიტანული“) შეგვიძლია მოვიძიოთ. სწორედ მათზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ახალი ვარიანტი დაავადების გამოვლინებას არ ცვლის.

 

ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც სამეცნიერო პროექტის - „COVID-ის სიმპტომების შესწავლა“ ფარგლებში დაგროვდა. ადამიანები, რომლებმაც სპეციალური აპლიკაცია ჩამოტვირთეს, აღნიშნავენ არიან თუ არა აცრილები, ჰქონდათ თუ არა COVID-19- ი, რა სიმპტომებით გამოუვლინდათ მათ დაავადება და სხვ. პროექტის ავტორები სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას გეგმავენ, მაგრამ ჯერჯერობით „დელტა შტამის“ შესახებ არსებობს მხოლოდ მოკრძალებული მონაცემები, რომლებსაც ისინი პერიოდულად ასაჯაროებენ. 2021 წლის 23 ივნისს, პროექტის ვებგვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ახალ ვარიანტებთან ერთად შეიცვალა სიმპტომები, რომელთა შესახებაც აპლიკაციის მომხმარებლები წერენ.

 

კონკრეტულად რა სიმპტომებზეა საუბარი?

 

უცრელი ადამიანების სიმპტომების "რეიტინგი" ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

 

  1. თავის ტკივილი (ეს ადრეც ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო);
  2. ყელის ტკივილი;
  3. სურდო;
  4. ცხელება;
  5. მუდმივი ხველა.

 

 

გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, რომელიც ადრე გამოვლენილ სიმპტომებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო, ახლა მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს, ქოშინი კი 30-პოზიციაზეა.

 

 

სრულად აცრილი ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდნენ, ნაკლები რაოდენობის სიმპტომებზე საუბრობენ. მათი "რეიტინგი" კი ასე გამოიყურება:

 

  1. თავის ტკივილი;
  2. სურდო;
  3. ცემინება;
  4. ყელის ტკივილი;
  5. ყნოსვის დაკარგვა.

 

თუმცა დიარეა არცერთ ჩამონათვალში არ არის. ცალკეული ექიმების განცხადებების მიუხედავად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ დიარეა ან ღებინება „ინდური შტამის“ გავრცელებული სიმპტომებია.

 

ვებგვერდზე არ არის მითითებული, ეს მონაცემები ეხება მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, სადაც კვლევა დაიწყო, თუ სხვა ქვეყნებსაც. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემები უფრო ბრიტანულ რეალობას ასახავს და COVID-19- ის მიმდინარეობის ცვლილება უკავშირდება არა „დელტა შტამს“, არამედ იმ ფაქტს, რომ ახლა უფრო ხშირად ავადდებიან ახალგაზრდები და მათ ეს ინფექცია უფრო მსუბუქად გადააქვთ. ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში პირველ რიგში ასაკოვანი ადამიანები აიცრნენ.

 

და თუ ადამიანს მაინც აქვს დიარეა, ეს მკურნალობის მიმდინარეობაზე მოქმედებს?

 

ძველი შტამების პირობებში იყო შემთხვევები, როდესაც COVID-19- ი მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომებით გამოიხატებოდა. ეს იყო: გულისრევა, ღებინება, დიარეა და სხვ. ან როდესაც ყველაფერი ამით დაიწყო და შემდეგ სუნთქვით სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები გამოვლინდა. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო. გარდა ამისა, ეს მკურნალობის მიმდინარეობაზე დიდად არც ზემოქმედებდა - ახალი კორონავირუსის მართვის შესახებ შედგენილ მთავარ სახელმძღვანელოებში მათ შესახებ არაფერია ნათქვამი. სიმპტომური მკურნალობა შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ექიმმა დანიშნოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი