logo_geo
მერაბ ხაჩიძე: პროფესიული წკიპურტები
- +

5 სექტემბერი. 2021. 01:59

 

 

ქართველ “ჟურნალისტებს” გინესი არ ასცდებათ!

 

ენა ორმოცდაათ სიტყვამდე დაიყვანეს და ქართული ანბანი... “სამ ასომდე”!

 

ნახევარმა მილიონმა “იცის”, რომ ისტორია მიშადან იწყება! ორმა მილიონმა კი იცის, მიშადან რომ არ იწყება, მარა არ იცის, საიდან იწყება!

 

სანამ ომში არ ჩაგვითრევს და სანამ ეს ქვეყანა დიდი პროვოკაციის მსხვერპლი არ გახდება, გვარამიას ანტიტელევიზიას არ გააჩერებს ეს ხელისუფლება?!

 

“სხვა საქართველო სად არის?!..” _ სადაც, მიშა კორუფციაზე ლაპარაკობს, მელია კანონიერებაზე, გვარამია კაცობაზე, შალვა პოლიტიკაზე, ბოკერია კაცთმოყვარეობაზე, `პიდარასტები~ დედობაზე, ლესბოსელები მამობაზე...

 

 ყოველთვის იქნება: - პუტინი იმნაირ რუსეთში და გაბუნია  ამნაირ საქართველოში!

 

 მიხეილ მესხზე მატჩს ვერ გამართავ!

მატჩი შეიძლება მისი სახელობის სტადიონზე გამართო!

მართლა უბედურო დედა ენავ - ამდენი უბადრუკის ხელში...

 

გამოიჭერენ ახლა სააკაშვილს ვარშავის ან ამსტერდამის რომელიმე “სულგუნივით” რესტორანში. დაავლებენ ქოჩორში ხელს და გადაიყვანენ უკრაინაში. მერე უკრაინიდან ისევ სულ თმებით ათრევენ პოლონეთამდე, იქიდან უკან, უკრაინამდე ან ჰოლანდიამდე და ვიქნებით ასე...

 

თმა მაინც გადაპარსონ ახლობლებმა, სანამ სულ არ დააპუტეს აქეთ-იქით მგზავრობაში!

 

რავა მართლა `ბრეგვაძეების გადაბარებული ვალივით” დაარბენინებენ ამ საცოდავს?!

 

ივანიშვილმა რომ ისედაც გაჭირვებული ქვეყანა და ხალხი “შეჭამა”, მაგ ამბავი შალვასგან ვიცი მე, მარა ამ მართლა გაჭირვებული ხალხის ბიუჯეტში მამასისხლად შეტანილი ფულიდან რომ შალვას “რეიტინგული”, 1.5%-ანი პარტია მილიონებს იღებს ყოველწლიურად და თქვენი თანხმობით, მაგ თუ იცით?!

 

შალვასთან ნამუსზე ლაპარაკს რა აზრი აქვს?!

 

მკვლელებს, ხალხისა და ოჯახების ამომგდებ ნაცებს, ერთხელ უშველა ამ მთავრობამ -  ერთხელ გადაარჩინა და თუ კიდევ ამათი იმედით აპირებენ რამეს, ნაღდად არ ვურჩევდი და ჯობია “დუხავოი მუზიკაც” შეუკვეთონ!

 

ამ ქვეყანას და ამ ხალხს შეიძლება ბევრი ნაკლი აქვს, შეიძლება პოლიტიკური ინტელექტიც აკლია და ზოგჯერ, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობაც, მაგრამ ავს და კარგს, მტერს და მოყვარეს იოლად არჩევს და კედელთან მიმწყვდევისას ყველა ნადირზე საშიში და დაუნდობელია!

 

ბევრმა გამოსცადა ეს და თუ ასე ძალიან უნდათ, არც ამათ დაამადლის ვინმე. თუ არ გჯერათ, ჩამოაბრძანეთ ეგ მაოხრებელი გზირი აქ და ერთად ნახავთ, რასაც მიიღებს მთელი სანაცეთი _ იმას, რასაც ერთხელ ააცილა ივანიშვილმა!

 

არავისაც არ ვემუქრები!

 

აქეთ იმუქრებიან და იმიტომ ვაფრთხილებ!

 

პოლონელ პოლიტიკოსებს პოლონური სახელმწიფო უნდათ!

გერმანელ პოლიტიკოსებს - გერმანული!

ფრანგებს - ფრანგული!

თურქებს - თურქული!

ბერძნებს - ბერძნული!

რუსებს - მშიერი, მაგრამ მთელი ქვეყანა - რუსული!

სომხურ პოლიტიკას - სახელმწიფოც და ტოლმაც - სომხური!

აზერბაიჯანელებს - თავისნაირი!

 

ყველას, ამათ ერთად და კიდევ, ქართველ “პოლიტიკოსებს” და NGO-ებს, საქართველო უნდათ მხოლოდ ევროპული, ან ამერიკული, ანდა ჯანდაბას - რუსული!

 

მარტო მე და ჩემნაირ, სამმილიონნახევარს გვინდა ქართული სახელმწიფო!

 

ჰოდა, “მაგრად მიირთმევს...” ვისაც თვალში ვეცოტავებით, მით უფრო, რომ კიდევ ერთს, ყველაზე დიდს, მთავარს და ყველაფრის გადამწყვეტსაც სწორედ ისეთი საქართველო უნდა _ მე, და ჩემნაირ 3 მილიონნახევარს რომ გვინდა  ქართული!

 

ასეც იქნება და უსამშობლო და უპასპორტო ვიყო, თუ ვხუმრობდე!

 

გვახსოვდეს:  საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია-ო!

 

კაი, მარა ის თუ უნდა გვახსოვდეს, სირცხვილი რომაა, ოცის ზემოთ თვლა როცა არ იცი პოლიტიკოსმა  ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას ქვეყანაში?!.

 

ტუაფსე-სოჩა, კოლა-არტაანი, ძველი საათაბაგო და სამცხე-ჯავახეთი, ლორე, საინგილო... საქართველო აღარ არის? თუ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრებისგან” წაღებული მიწები  წაღებულად არ ითვლება?

 

თუ, ამ ეტაპზე თემაა, ნაკლებად სკანდალური და მომგებიანი?!

 

თუ თურქებმა ბოლოს გამოცემულ რუკებზე რომ ბათუმი თურქეთად გამოაცხადეს, უნდა წავუყრუოთ, რადგანაც ეგ რუკა `მეგობარმა~ თურქებმა შეადგინეს და არა რუსებმა?!

 

მიშა მაჭავარიანმა _ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლება არჩევნებს არ აყალბებდაო, - თქვა!

 

ისემც შენიანები მოიკითხა მურმანა დუმბაძემ და კობა ხაბაზმა!

 

გოგა ხაინდრავამ ბრიფინგი გამართა და კაი ნახევარი საათი ილაპარაკა სტრასბურგის სასამართლოდან ჩამოსულ დოკუმენტზე - იქით მის გამომგზავნ მოსამართლეზე და აქეთ  “რუსთავი 2”-ის პატრონებზე. რომ დაამთავრა და შეკითხვები ხომ არ გაქვთო, რომ იკითხა...

 

 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას იტყვითო?!  ჰკითხა ერთმა, ბრიფინგზე ჟურნალისტად გამოგზავნილმა.

 

მართლა ასე ჰკითხა! მე ვიყო ის გამოგზავნილი, თუ ვტყუოდე!

 

მარგველაშვილი კიარადა...

 

მე თქვენ გეკითხებით - პრეზიდენტი საერთოდ რომ არ გვყავდეს  ხარჯის გარდა მოგვაკლდება რამე?

 

საქართველოა ერთადერთი, სადაც მკვლელებს პარლამენტში ირჩევენ, ხელფასს აძლევენ და მერე “პაჟიზნენი” პენსიას უნიშნავენ, როგორც ყოფილ დეპუტატს(?!)...

 

ექვთიმე თაყაიშვილის კუბოს რომ ოთხი კაცი გავყვებით და სანდრას მოწყობილ საარჩევნო შეხვედრებს  ოთხი ათასი - ე, ის ხალხი ვართ ჩვენ!

 

ის, რაც დანამდვილებით ვიცი:

ნაცმოძრაობა არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია!

ჟურნალისტისთვის წერა-კითხვის ცოდნა აუცილებელია!

გვარამია და ძმანი მისნი არ არიან ჟურნალისტები!

სააკაშვილი და მისი ფანები არ არიან ადამიანები!

კიდევ ბევრი რამე ვიცი!...

 

ქე გამაცინა ამ ქალმა. ირმა ნადირაშვილზე ვამბობ!

...დღეს ზუგდიდში დადასტურდა, როგორ სძულს ხალხს ივანიშვილიო?!..

აბა, ბიჭოო! ისე როგორ უნდა გძულდეს ივანიშვილი... ასე რომ უბრაგუნო ბოკერია-მელიას?!

დღემდე ლოგიკა მართლა მეცნიერება მეგონა!

 

ერთნაირსქესიანთა უფლებები მოითხოვს, მივცეთ ბავშვების შვილად აყვანის საშუალებაო!   

 

ამის მთქმელ ლაშა ბუღაძეს რა ჭკუა უნდა მოსთხოვო?!

 

თავის დროზე, უფლებადამცველ ნანუაანთ ვაჟმა რომ გვიბრძანა, _ პატარა ბავშვის ნათლობა ბავშვის თანხმობის გარეშე მის უფლებებს არღვევსო - გახსოვთ, ესეც, ალბათ...

 

ქრისტინული ნათლობა მკრეხელობა და მოზარდის უფლების დარღვევაა და ორი პიდარასტი “დედმამის” გაზრდილი ბავშვის მიერ ერთ მშვენიერ დღეს დასმული ლოგიკური კითხვა: პიდარასტებზე რომ მაშვილებდით, ჩემი აზრი თუ აინტერესებდა ვინმესო - არალოგიკური ჩრიტინი?!

 

მიტოვებული ბავშვების უფლებებს ამათნაირებისგან მართლა დაცვა უნდა! დაცვა უნდა, რადგან არაადამიანური საფრთხის ქვეშ დგას მათი მომავალი, მათი ფსიქიკა, ჯანმრთელობა, ზნეობა, მამაკაცური და ქალური სრულფასოვნება.

ბოლოს და ბოლოს _ ანგელოზივით ქართული ჯიში და გენი!

 

ჩემგან არც ის გესწავლებათ, რომ გარეწრები სწორედ მათზე ნადირობენ!

 

სადაც ~ჩემი ცოლის დაქალები” მაგარ კინოდ ითვლება, სადაც “რ2”-ს, “იმედს”, “იბერიას”, “ტვ პირველს”, “მთავარ არხს”, “ფორმულას”, “კავკასიას” ტელევიზია ქვია, სადაც მაჭუტაძეს, კუპრავას, გირჩს, შალიკოს, მეგი გოცირიძეს და მათნაირებს ჭკუას ეკითხებიან, სადაც მარგველაშვილი პრეზიდენტი იყო და უდუმაშვილი მერობის კანდიდატი, სადაც თავისი პროფილით და პროფესიით მხოლოდ ბოზები არიან დასაქმებული, სადაც ოფიციალურ ხელისუფლებას არაოფიციალური მართავს და სადაც პროფესორის სტატუსისთვის მეორე კლასის განათლებაც საკმარისია და სადაც ხალხი ამ ყველაფერს “გაღმიდან” უყურებს, იქ რუსებიც მალე შემოვლენ, თუ სხვამ არ დაასწრო, ვინმემ!

 

ასე იქნება! 

ასე გვინდა და იმიტომ!

 

... და რაც გვინდა, ის არც აგვცდება!

 

ნაცებისგან დახოცილი ხალხის და განადგურებული ოჯახების გამო რომ არც ერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის და ასეთი ათასობითაა, ჟურნალისტებს არანაირი კითხვა არ გაქვთ?! 

 

მე კი ვიცი, აკრძალული და ტაბუირებული თემებია თქვენთვის, მარა ხანდახან სინდისი შორიდან მაინც არ გეძახით და არ გაწუხებთ?

 

ადამიანურ ენაზე მაგ საქციელს უზნეობა და პროფესიული უთავმოყვარეობა ქვია! 

 

როცა არც ერთი გაწუხებს და არც მეორე, მაშინ “სხვისი ჭირიც ღომეს ჩხირია” და ცხოვრებაც იოლია!

 

ჰაა?! – “ჟურნალისტებო” - მართალი ვარ?

 

 

right_banner big_banner
არქივი