logo_geo
ყოჩაღ, ბატონო პრემიერო!
- +

23 სექტემბერი. 2021. 13:46

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი ციხეშია!  სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ათობით ადამიანის მწამებელი, სადისტი მეგის ქარდავა სასჯელს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის! ადამიანი, უფრო სწორად, არაადამიანი, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოდვის კალო დაატრიალა, სამეგრელოს ტყეებში, სახელდახელოდ დამზადებულ სარდაფებში, არაერთი ადამიანის გაუპატიურება დაგეგმა და განახორციელა, ციხეებში პატიმრები, მის გარეთ კი რიგითი მოქალაქეები აწამა - უკრაინიდან ექსტრადირების გზით ჩამოათრიეს და ისეთ ციხეში ჩასვეს, რომელიც „მის“ ციხეს არ ჰგავს!  ღმერთო, არ გამიწყრე და ცოტა ხნით სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ციხე და ბადრაგები ვინატრე, რომ ქარდავას თუნდაც ერთი დღით მაინც ეწვნია საკუთარ თავზე ყველა ის საშინელება, რასაც ის თავისი „ზეობის“ დროს პატიმრებს უშვრებოდა!  ის კოშმარი გაევლო, რაც მისი ორგანიზებით პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს დამართეს!  აბსოლუტურად ორივე ხელით დავეთანხმებოდი დახვრეტის აღდგენის მუხლს, როცა საქმე მეგის ქარდავასნაირ სადისტ მანიაკებს ეხებათ!  შესავალი ცოტა სხვანაირი მინდოდა, ყოფილიყო, თუმცა სხვანაირად არ გამოდის  ამ სატანის ნაშიერზე ცივი გონებით საუბარი უბრალოდ არ გამოდის!

 

სანამ უშუალოდ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე გადავალ, რაზეც ქარდავას ბრალი აქვს წარდგენილი, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფხიანობა და შევაქო:

 

ყოჩაღ, ბატონო პრემიერო! ყოჩაღ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯალათი, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მანიაკი საქართველოში ჩამოიყვანეთ და ციხეში ჩასვით! იმ კარგი საქმეებიდან, რაც თქვენი თანამდებობაზე ყოფნის დროს გაგიკეთებიათ, ქარდავას საქმე ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას კი ხალხი ხედავს და მჯერა, აფასებს კიდეც!

 

გადავხედე უახლოეს წარსულს და აღმოვაჩინე, რომ „ნაცმოძრაობის“ იმ წევრების უმეტესობა, ვინც „ქართული ოცნების“ მმართველობამ ციხეში ჩასვა, სწორედ ღარიბაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა! ფაქტობრივად, არც ერთი სხვა პრემიერის დროს არ დაუკავებიათ სერიოზული „რანგის“ ნაცჯალათები, უფრო მეტიც, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ხომ საერთოდ, საოცრება მოხდა - ძლივს როგორღაც დაიჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ოდიოზური, კრიმინალი ფიგურა და მალევე შეწყალებით გამოუშვეს! მართალია, ერთი მხრივ, მათი შეწყალების აქტს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა, თუმცა, იმჟამინდელ პრემიერს არ ეყო იმის „ერთი ადგილი“, დასავლეთის ზეწოლას შეწინააღმდეგებოდა და ყველასთვის ხმამაღლა ეთქვა _ არა, ბატონო, ჩვენ ასეთი დონის პოლიტიკოს დამნაშავეებს არ შევიწყალებთო! ღარიბაშვილმა კი, გავიხსენოთ, რა თქვა საჯაროდ სულ ცოტა ხნის წინ  ჩვენი უფროსი ვიღაც ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხიაო!

 

დიახ! ამ ქვეყნის უფროსი ქართველი ხალხია და მათ ნება-სურვილზე წინ არასდროს არც ერთი უცხოელი პარტნიორის „რეკომენდაციები“ და „რჩევები“ არ უნდა დააყენოთ! უნდა გეყოთ შნო და მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიოთ იმ „კეთილ მრჩეველებს“, რომლებიც რეალურად, საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ და ხან გრანტებით „გვყიდულობენ“, ხან „დახმარებებით“! ყველა, ვინც გვეუბნება, რომ თურმე მილიონობით ლარის გამფლანგველი უგულავა, ოჯახების დამწიოკებელი და ხალხის მხოცავი ჟორიკა რურუა და პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი, კანონების ფეხებზე დამკიდებელი ნიკა მელია პატიმრობიდან გასათავისუფლებელია  არანაირად არ არის ჩვენი „კეთილმოსურნე მეგობარი!“ ყველამ საკუთარ ქვეყანაში, უკაცრავად და, ჩასვრილს მიხედოს და ჩვენთვის თითის ქნევას მოეშვას! ღმერთი არ გაუწყრეთ ახლა ჩვენს უცხოელ „მეგობრებს“ და მეგის ქარდავას გათავისუფლება არ მოგვთხოვონ, თორემ ხალხი ევროკავშირის დროშას კი არა, ყველა მათგანის საელჩოს დროშებს ჩამოხევს და დაწვავს იმ წუთშივე, დარწმუნებული ვარ! ეყოთ ტვინი და ნუ გვტენიან ისეთ რაღაცეებს, რაც მოსახლეობაში ანტიდასავლურ განწყობებს უფრო და უფრო გააღვივებს! ნურც სალომე ზურაბიშვილთან გამართავენ ტეტ-ა-ტეტ შეხვედრებს ახლა ადგილობრივი საელჩოს წარმომადგენლები  ყველანი მივხვდებით, ამ შეხვედრების უკან რაც იდგება და ხალხის რეაქციაც არ დააყოვნებს.  ურჩიოს ვინმე ჭკვიანმა ეს!

 

აქ არც ისე ბნელა, როგორც ეს შეიძლება ბევრს ჰგონია!

 

ახლა რაც შეეხება უშუალოდ მეგის ქარდავას - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ძალიან ეცადნენ, ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, რადგან ეჭვი არც კი მეპარება იმაში, რომ ქარდავამ ძალიან ბევრი იცის და ზუგდიდში ნაპოვნი კასრების შიგთავსის საკმაოდ დიდი ნაწილიც მის ხელთაა. „ნაცმოძრაობაში“ კი ისეთი ავადმყოფებიც იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთზე პირადი ცხოვრებისა და სხვა ტიპის მაკომპრომეტირებელი ვიდეოების ჩაწერებს თავადვე ახორციელებდნენ - „რა იცი, რაში გამოგვადგეს“ პრინციპით. ამ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, მჯერა, რომ ქარდავას აქვს გადანახული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოში მის ექსტრადირებას ყოველმხრივ შეუშლიდა ხელს მიშა სააკაშვილი და მისი ბანდა. აკი, „დაემთხვა“ კიდეც ისე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც მეგისას ჩვენთვის გადმოცემის განაჩენს მოაწერა ხელი, სულ მალე მისსავე სახლში მოკლული იპოვეს... ამ სადისტებისგან აღარაფერია გასაკვირი და გამორიცხული, არც ის, რომ ამ მანიაკებს უცხოეთშიც შეუძლიათ, ადამიანები მოკლან - ადამიანები, რომლებმაც ის და ისე არ გააკეთეს, როგორც მათ უნდოდათ! საბოლოოდ, როგორც ჩანს, მაინც მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ და ქარდავა საქართველოს ციხეში ჩაჯდებოდა, ამიტომ უკან დახევა დაიწყეს  ცოტა ხნის წინ, სააკაშვილმა საერთოდ უარყო ის ფაქტი, რომ მეგის ქარდავას იცნობს  ნანახიც კი არ მყავსო, გამოაცხადა უტიფრად და უეჭველად, ცხვირი თავისებური ამაზრზენი მანერით მოიხოცა... არადა, თავადვე ჰყავს ქარდავა ორჯერ დაჯილდოებული ღირსების ორდენით! 2010 წლის 20 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. სააკაშვილმა ქარდავა ღირსების ორდენით 2012 წელსაც დააჯილდოვა. როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების (!!!!), მაღალი პროფესიონალიზმისა (!!!!) და ღირსეული (!!!!) სამსახურისთვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

 

არც კი ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, თუმცა ვეცდები...

 

თითქოსდა, ხომ გასაკვირია, როგორ შეიძლება მანიაკს ღირსების ორდენებით აჯილდოვებდე, თუმცა მოითმინეთ, არის ამაში ლოგიკა - მიშა და მისი ბანდა ისეთ სიჩათლახეებს, რასაც ქარდავა და მისნაირი არაკაცები სჩადიოდნენ, სწორედაც რომ სიმამაცედ და საამაყოდ თვლიდნენ, რადგან თავადაც მეგისასნაირი ჩათლახები არიან! შესაბამისად, მათივე ლოგიკით და რწმენით, დიახაც, ქარდავასაც ეკუთვნოდა ორდენი და რო რამე იყოს, მათაც ეკუთვნით!

 

ამათი ამოტრიალებული, გადაგვარებული, პათოლოგი ტვინის, სინდის-ნამუსის და ადამიანური გაგების რა ვთქვი საერთოდ მე...

 

იქით გიგი უგულავამ გამოაცხადა რიხით  არ მქონდა ეგ „ბედნიერება“, მეგის ქარდავას ვიცნობდეო, მის საქმიანობას მე ნეგატიურად ვაფასებო... არც არის საჭირო, ქარდავას იცნობდე, ბატონო გიგი - მეგის ქარდავა შენ ხარ! მეგის ქარდავა მიშა სააკაშვილია, ვანო მერაბიშვილია, ზურაბ ადეიშვილია, ძმები ახალაიებია, დავით კეზერაშვილია, გიგა ბოკერიაა, ნიკა მელიაა და საერთოდ, „ნაცმოძრაობის“ ყველა ლიდერი მეგის ქარდავები ხართ! თითოეული თქვენგანია პასუხისმგებელი იმ გასაცოდავებული, გაუპატიურებული კაცების ღრიალზე, რაც მოსახლეობამ ე.წ. კასრების ფაილების ვიდეომასალებში ნახა! ყველანი პასუხისმგებლები ხართ იმ პატიმართა გოდებაზე, ყვირილსა და სიკვდილზე, ვინც თქვენი რეჟიმის დროს გაწირეთ! ნაცმოძრაობის აბსოლუტურად ყველა ლიდერი ხართ პასუხისმგებელი იმ ახალგაზრდების სიცოცხლეზე, რომლებიც ქუჩაში უმოწყალოდ ჩახოცეთ - პასუხს აგებთ აქციების სასტიკ დარბევებზე, ხალხის დაწიოკებასა და ხოცვაზე, იმ შიშსა და ტერორზე, რაც ცხრა წელი თესეთ! თითოეული თქვენგანის დროც ნელ-ნელა მოვა და დარწმუნებული ვარ, მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევით - ადრე თუ გვიან, ყველა აგებთ პასუხს იმ დანაშაულებზე, რომლებიც ზოგიერთებს რატომღაც დაავიწყდათ და ხელისუფლებაში თქვენს დაბრუნებას უჭერენ მხარს!

 

ერთმანეთის დაიჭირეთ და გეჭიროთ!

 

თქვენ ვეღარასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში და იცით, რატომ? იმიტომ, რომ კრებსითი მეგის ქარდავები ხართ!

 

ჩვენ კი ვიცით და არ დაგვვიწყებია, ვინ არის და რას წარმოადგენს მეგის ქარდავა!

 

ახლა კი გთავაზობთ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც ქარდავას ბრალი აქვს წარდგენილი და მსჯავრდებულია:

 

„უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

 

მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თითქოსდა ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების მიღების მიზნით პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობებს უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მ.ქ.-მ, რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ აღიარების მისაღებად, მ.ქ. მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი, კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კერძოდ, 2011 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მ.ქ.-ს მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.

აღსანიშნავია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

P.S.

 

აი, ვისაც ისევ ქარდავასნაირი სადისტი მანიაკებისა და ჯალათებისგან შემდგარი სისტემის დაბრუნება გინდათ, თითო მეგისა გყოლოდეთ ყველას ოჯახში - იქნებ მერე მაინც გაიგოთ, რის მხარესა ხართ!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი