logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ასიათასი მადლობა ეკუთვნის და უშურველად გადავუხდი ავთანდილ ჯორბენაძეს და აკად. გ. ჩაფიძის გულის კლინიკას...
- +

30 სექტემბერი. 2021. 23:06

 

ძნელია, როცა ცუდად ხარ და მშველელი არ  ჩანს... ჩემს შემთხვევაში კი ასიათასი მადლობა ეკუთვნის და უშურველად გადავუხდი ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს და აკად. გ. ჩაფიძის გულის კლინიკას...

 

ეს პირველი შემთხვევა არაა მათი მხრიდან ადამიანთა გადარჩენისა და ბუნებრივია, არც მე ვარ გამონაკლისი. როცა ასეთი პროფესიონალები გვყავს ქვეყანაში, ვერანაირი სტენოკარდიული შეტევა ვერ მომერევა! არც წასვლას ვაპირებ არსად...

 

მადლობა, ბატონო ავთო და სიკეთით გადამეხადოს! აქვე: მადლობა "რეპორტიორისა" და "ქართული აზრის" მთელ გუნდს ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის! მადლობა მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ აღმოჩნდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მიხარიხართ, ასეთი ბევრნი რომ ხართ! და მადლობა შენ, ჩემო სიხარულო Ani Matiashvili.

 

 

big_banner
არქივი