logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: მე ვერ გაპატიებ, მიშა!
- +

5 ოქტომბერი. 2021. 18:07

 

ძვირფასო მკითხველო!

 

წინამდებარე წერილი სააკაშვილისა და მისი რეჟიმის(!) ზეობის დროს მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე. გაცილებით მეტი ვერსაპატიებელი დანაშაულების ნუსხის დამატებაც თავისუფლად შეიძლება აწ უკვე პატიმარ სააკაშვილისთვის, მაგრამ ვფიქრობ, დღეისთვის ესეც საკმარისია...

 

ჩემს ბავშვობაში ისტორიის სახელმძღვანელოშიც ეწერა და მეც მასწავლეს, თუ როგორი სიმკაცრით იქცეოდა დიდი დავით აღმაშენებელი მოღალატე ფეოდალებისა და ორგული მოხელეების წინააღმდეგ, მათ შორის ურჩობით გამორჩეული კლდეკარის ერისთავი ლიპარიტი დიდმა მეფემ ჯერ შეიპყრო და შემდეგ ქვეყნიდანაც გაასახლა! შემდეგ დიდი ბრძოლებიც მოიგო დავით IV- და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაშალა საქართველოს გეოგრაფიული რუკა... და სწორედ ამის შემდეგ დაწერაგალობანი სინანულისანი“...

 

დიახ, ჩემო ძვირფასებო! ქვეყნის გაერთიანებისა და უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევის შემდეგ დაწერა დიდმა მეფემ „გალობანი სინანულისანი“ და მასში საოცარი გულწრფელობით მოინანია ერისა და ქვეყნის წინაშე, ნებსითა თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომები!

* * *

დღეს, როდესაც ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს ჩვენს ქვეყანაში და როცა ძმა ძმის ჩაშვებისთვის ღირსების ორდენით ჯილდოვდება, ერთიათად იყო ყურადსაღები პატრიარქის მოწოდება - გასულ სამშაბათს გულწრფელად მოგვენანიებინა საკუთარი ცოდვები და მეტ-ნაკლებად სულ სუფთანი წარვმდგარიყავით ერისა და ბერის წინაშე.

 

ძვირფასო მკითხველო, ასე მოიქცა თითქმის ყველა და ამის მცდელობა ჰქონდა ბატონ სააკაშვილსაც, მაგრამ, რაც საკუთარი თვალით ვნახე და რასაც საკუთარი ყურით ვუსმინე, მართლაც, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!

* * *

მე ვარ პირველი ცოდვილი ცოდვილთა შორის!

 

ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი, ვითხოვოთ პატიება და ყოველთვის ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ, ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ სიძულვილი, ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ აგრესია სხვის მიმართ - ბრძანა ბატონმა სააკაშვილმა და ეს ყველაფერი ისეთი აგრესიითა და ყვირილით წარმოთქვა, რომ...

* * *

მე ვერ გაპატიებთ, მიშა-ბატონო!

 

მე, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ბევრ რამეს ვერ გაპატიებთ და თუ რატომ ვერ გაპატიებთ, ამასაც ახლავე აგიხსნით!

 

წერილის თავში რომ დავით აღმაშენებელი ვახსენე, შემთხვევით არ მიქნია ეს საქმე.

 

სწორედაც რომ ძელზე გასვა იმ დავით აღმაშენებელმა მოღალატე ფეოდალები, რომლის საფლავზეც ფიცი დადეთ პრეზიდენტობის პირველი ვადის „პროლოგში“... ფიცი დადეთ, რომ ყველაფერს გააკეთებდით ერისა და ქვეყნის გადასარჩენად, მიშა-დატონო და ამ ფიცს უღალატეთ თქვენ!

 

თქვენ რომ მოღალატეები გეგონათ, ბევრი მათგანი თქვენც გასვით ძელზე და ბევრსაც დაავიწყეთ ქართული ცის სითბო, მაგრამ აღმაშენებელმა მოღალატეთა ძელზე გასმის შემდეგ შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმა ქვეყნის ტერიტორიები, თქვენ კი - მავანთა ძელზე გასმის, საკანში ჩასმისა თუ ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიების მესამედი დაკარგეთ(!)!

 

ეს პირველია და ყველაზე უმთავრესი, რასაც ვერ გაპატიებთ!

 

სიმართლე გითხრათ, არც ერსა და ბერს მიუღია თქვენი სინანული გულწრფელად! ერმა და ბერმა რომ ირწმუნოს თქვენი, ამისთვისაც დიდი გარჯა მოგიწევთ, ვფიქრობ...

 

ვინმეს დაპატიმრება და დასჯა როგორ უნდა ინატროს კაცმა, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი და დაე, ამ სიმართლით მატაროს ღმერთმა მეც!

* * *

მიხეილ-ბატონო, თქვენ რომ იმ დღეს სინანულის „საგალობელს“ გაჰყვიროდით, სადაც თქვენ ბრძანდებოდით, იმ ადგილს ერისთვის და ბერისთვის უწმინდესი სახელი - სამების ტაძარი ჰქვია!

 

რწმენისა და უფლის ტაძარი ქართველთათვის უწმინდესია!

 

სწორედ ასეთი ტაძრის ნგრევის განკარგულება გაეცით თქვენ რამდენიმე წლის წინ და როგორც ამბობენ, გიგა ბოკერიასხელდასხმით- ფერიის მთაზე მშენებარე ტაძარი მიწასთან გასწორდა!

 

მე ვერ გაპატიებთ ამას!

 

მიშა-ბატონო!

 

დასაჯეთ ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის დამანგრეველები!

 

დასაჯეთ, პასუხი აგებინეთ და ეს იყოს პირველი ნაბიჯი სინანულისკენ!

 

მერწმუნეთ, ქართველი ხალხი გაპატიებთ, თუ გულწრფელ სინანულს დაინახავს თქვენში!

* * *

თქვენც გემახსოვრებათ და თუ მაინცდამაინც არ გახსოვთ, ბარამიძესა და ადეიშვილს ჰკითხეთ, როგორ შეანგრიეს „ურალის“ ტიპის მანქანით გლდანში მდებარე ეკლესია და როგორ უღმერთოდ გამოათრიეს იქიდან მამა ბასილ მკალავიშვილი!

 

იმ ვანდალურ ოპერაციაში თქვენი არაერთი მეგობარიც მონაწილეობდა - გოგი თავთუხაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ვასილ სანოძე, ძმები ახალაიები, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი...

 

ზოგს შეიძლება ღმერთმა უკვე მოჰკითხა კიდეც ჩადენილი ცოდვებისთვის, მაგრამ ღმერთს ნუ შეედრებით!

 

თქვენ თქვენი თქვით!

 

დასაჯეთ მართლმადიდებლური ტაძრის უღმერთოდ შელეწვისთვის დამნაშავენი და ქართველი ხალხის მიმტევებლობის ამბავი თქვენც იცით - მოგიტევებთ ერი ჩადენილ ცოდვას!

 

სხვათა შორის, თუ ამ ყველაფერს, რაც უკვე ვთქვი და რასაც ქვემოთ გეტყვით, შეასრულებთ _ შესაძლოა, თქვენი პოლიტიკური გამზრდელის, გზაზე დამყენებლისა და მეგობრის, ზურაბ ჟვანიას სულმაც მოგიტევოთ და გაპატიოთ ბევრი რამ!

 

მაგრამ ამისთვის, როგორც მინიმუმ, გარდაცვლილი პრემიერის დედას, ქალბატონ რემას უნდა ჩახედოთ თვალებში და გულწრფელად მოუხადოთ ბოდიში თუნდაც იმის გამო, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთხელაც არ(!) შეხვდით!!!

* * *

შეიძლება, ძალიანაცგავუტიო“, მაგრამ სათქმელს მაინც ბოლომდე გეტყვით, მიშა-ბატონო!

 

გაგონილი გექნებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი... ალბათ, ბავშვობაში გაიგებდით, თორემ თქვენი პრეზიდენტობის ვადაში ის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის რომ იყო, ალექსანდრე (კახა) ლომაიას სახელობის უნივერსიტეტად იქცა და, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ისევ იქ დგას, სადაც თქვენს ყმაწვილკაცობაში იდგა!

 

და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ბენდუქიძემ ვერ მოასწრო გაყიდვა!

 

ამ უნივერსიტეტს სახელიც წაართვეს, ღირსებაც და მისი უკანასკნელი რექტორის კაბინეტიდან ღვაწლმოსილი აკადემიკოსები და პროფესორები ხელებაწეულნიც გამოიყვანეს!

 

მართალია, ლომაიასეული განათლების რეფორმა ბოლოს თქვენც დაიწუნეთ, მაგრამ მხოლოდ დაწუნება საქმეს ვერ შველის!

 

დასაჯეთ ლომაია სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის განადგურებისთვის, ქართული ენის წაბილწვისთვის და გაუქმებისთვის, ენის პალატისა და ქართული ენის სახელმწიფო კომისიის პირისაგან მიწისა აღგვისთვის!

 

დიახ!

 

სამაგალითოდ დასაჯეთ და მერე ირწმუნებს თქვენსას ის ინტელიგენციაც, ჯერ უზნეოდ რომჩარეცხეთდა მერე ინდაურებით დაამუნათეთ!

 

მე ვერ გაპატიებთ ამას!

* * *

ვიდრე თქვენს მონანიებასა თუ სინანულს ხელახლა აღავლენდეთ საპატრიარქო ამბიონიდან(?!), სანდრო გირგვლიანის საფლავზე აბრძანდით, გვერდით დედის საფლავი რომ აქვს ჩემს კბილა ვაჟკაცს და სანთლები დაანთეთ!

 

სანდრო გირგვლიანის სახელზე დაანთეთ სანთელი და ქალბატონი ირინა ენუქიძის საძვალესთან მუხლი მოიდრიკეთ, უპირველეს ყოვლისა!

 

მერე ირწმუნებს თქვენ სინანულს ერი, მიხეილ-ბატონო!

 

მერე ბუტა რობაქიძის მშობლები ნახეთ აუცილებლად!

 

კოტე გაბაშვილმა რომ დასცინა, ასე არ დასცინოთ შვილმკვდარ მამას!

 

შეხვდით, მოხუცი პენსიონერის დანახვაზე რომ ჩამოიგორე კურცხალი სახეზე, იქნებ ერთადერთი შვილმკვდარი დედის დანახვაზეც აგიცრემლიანდეთ თვალები და მაშინ ირწმუნებს ერი თქვენს სინანულს!

 

მანქანაში ჩაცხრილულ ზურა ყაზაგაშვილს საკონტროლო გასროლა რომ დააყოლა - ცააძეა, მგონი, მისი გვარი - დასაჯეთ და მერე ირწმუნებს ხალხი თქვენსას, ჩემო ბატონო!

 

თუმცა, ერთიცაა: როგორც მინიმუმ, თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოთ ის ვასილ სანოძე, სანდრო გირგვლიანის წამებით მკვლელობაში რომ არის ეჭვმიტანილი და რომელიც, ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზესამთავრობო წუწაობითირთობს თავს!

 

მინიმუმ, თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოთ ძმები ახალაიები, ჯარი და პენიტენციალური სისტემა საჯიჯგნად რომ ჩაუგდეთ ხელში!

 

ხოლო მაქსიმუმ _ სანოძე (რომელმაც ერთი კვირის წინ ტელეკამერების წინ საჯაროდ აიგდო მასხრად ქართველი ხალხი), მელნიკოვი, ძმები ახალაიები და ძმანი მათნი თქვენს მიერ ნაქებ და ნაჩქარევი წესით აგებულ ციხეში უნდა ჩასვათ!

 

გადადგით ეს ნაბიჯი და მერე ირწმუნებს ერი თქვენს სინანულს!

 

და მოგეხსენებათ - მიმტევებელია ქართველი ხალხი და იქნებ, ესეც მოგიტევოთ!

 

მე ვერ მოგიტევებთ ამას!

* * *

ვიდრე დამვიწყებია, აქვე გეტყვით: ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, თეა თუთბერიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნოდარ ლადარია, გია ნოდია - ეს ის ხალხია, რომლებმაც ხშირად თქვენი ხუშტურებით, ხშირად საკუთარი უზნეობით წარწყმიდეს ერის სულიერი და კულტურული ღირებულებები და ილია ჭავჭავაძის იდეოლოგია თავიანთი ბინძური იდეოლოგიით შეცვალეს!

 

ეს ხალხი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მიხეილ-ბატონო!

 

სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ეს ხალხი, რადგან მათი დასჯით ნათლად დაინახავს ყველა, რომ მართლმადიდებლობის დაცინვა და აბუჩად აგდება, რწმენის შელახვა, სულის წაბილწვა და ეროვნული ღირებულებების განადგურება (და არა განადგურების მცდელობა მხოლოდ!) დასჯადია საქართველოში!

 

სოროსის ძუძუს რძით არ უნდა ირეცხებოდეს და იბანებოდეს უნივერსიტეტის თეთრი კედლები!

 

და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დედაენის შელახვა არავის ეპატიება!

 

მე ამას მით უფრო ვერ გაპატიებთ!

 

მაგრამ...

 

დასაჯეთ და ძელზე გასვით ერისა და ქვეყნის გამყიდველები და იქნებ, მერე მაინც ირწმუნოს თქვენი სინანული მთელმა ქვეყანამ!

 

მიშა-ბატონო!

 

ის, რაც კახა ბენდუქიძემ თქვენი მითითებითა თუ თქვენივე მონადქცეული მთავრობის ხელდასხმით გააკეთა, მურვან ყრუსა და ჯალალედინსაც არ უქნიათ!

 

ნამუსის გამყიდველმა ბენდუქიძემ თუკი რამის გაყიდვა შეიძლებოდა, ყველაფერი გაყიდა და ეჭვმიტანილია - თქვენივე მითითებით!

 

დაუბრუნეთ ხალხს მიწა, ტყე, წყალი, მდინარეები, მთა და ბარი!

 

დაუბრუნეთ გაყიდული და გასხვისებული ქონება და სამაგალითოდგასვით ძელზექვეყნის გამყიდველები, მიხეილ-ბატონო!

 

მერე მორალური უფლებაც გექნებათ ტაძარში სინანულის საგალობლის აღვლენისა!

 

ოღონდაც, გემუდარებით, საპატრიარქო ამბიონზე ნუღარ შედგებით და ჩვეული ამპარტავნებით ნუღარ დასჩხავლებთ ერს! გემუდარებით!

* * *

როდესაც სინანულსა და პატიებაზე დაიწყებთ თქვენეულ ბრიფინგებს და, ვიდრე „ქადაგად დაეცემით“, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებიდან თუ საკუთარი სახლებიდან ათასობით ადამიანი გამოჰყარეს!

 

მიხეილ-ბატონო! დაუბრუნეთ მწერალთა კავშირის სასახლე მწერლებს! დაუბრუნეთ კომპოზიტორთა კავშირის ქონება კომპოზიტორებს!

* * *

ერთმანეთს ვაპატიოთ, რომ ბრძანებთ, მე არაფერი მაქვს საპატიებელი თქვენგან!

 

თქვენ კი - ბევრ რამეზე გაქვთ არათუ ბოდიში მოსახდელი, არამედ კონკრეტული ქმედებაა ჩასადენი, რათა თუნდაც მხოლოდ მე, ერთმა რიგითმა, ვირწმუნო თქვენი მონანიების გულწრფელობისა!

 

დიახ!

 

გამომცემლობასამშობლოდანჩემი და ჩემი კოლეგების ვერაგულად და არაადამიანურად გამოძევების გამო მომიხადეთ ბოდიში, პირადად გამოიძიეთ საქმე, დაუბრუნეთსამშობლო“ „სამშობლოდანდევნილი მედიის წარმომადგენლებს, დასაჯეთ კონკრეტული დამნაშავენი - ეკონომიკის იმდროინდელი მინისტრით დაწყებული და ქალაქ თბილისის მერიის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაურით, ლაშა მაქაცარიათი დამთავრებული და მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებთ, რომ გულწრფელად წუხთ ჩადენილ დანაშაულთა(!) გამო!

 

მიშა-ბატონო!

 

მას მერე ვისაუბროთ მიტევებაზე, ძმობაზე, გაგებაზე და ერთმანეთის გულწრფელ სიყვარულზე, როცა იმ პატარა ანგელოზებს იმ ბავშვობას დაუბრუნებთ, თქვენი და თქვენი მთავრობის უგუნური ქმედებების გამო რომ დაკარგეს შარშან აგვისტოში და ცხოვრების ბოლომდე რომ გაჰყვებით მოუშუშებელ იარად!

 

და თუ ოდნავ მაინც გწამთ ღმერთის, ახლა მაინც ნუ გაიმეორებთ - გავიმარჯვეთო!

 

მე ვერც ამას გაპატიებთ!

 

ან, როგორ უნდა მოგიტევოთ იმ პატიოსანმა გლეხმა, თქვენი გუნდის ყეყეჩმა აქტივისტებმა და ბელადებმა „კისტის“ თოფით კინაღამ რომ ამოთხარეს თვალი და დამნაშავე დღემდე არ დასჯილა!

* * *

დიახ! სასწრაფოდ და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ყველა გამყალბებელი და ეს პირადად თქვენ უნდა გააკეთოთ!

 

მერე?

 

მერე - კი ბატოო!

 

დაეცით ქადაგადდა ითხოვეთ პატიება!

 

ვიმეორებ - მიმტევებელია ქართველი ერი, მიშა-ბატონო!

* * *

ისე, თქვენც უნდა მომიტევოთ მხოლოდ ერთი რამ: თქვენი და თქვენი მთავრობის დანაშაულთა ნუსხა ამ წერილში არ ჩამეტია და შესაძლოა, თქვენი ხელისუფლების უზნეობის არქივს ვაკნინებ ამით!

 

თუმცა, ვამბობ და სხვა პოლიტიკოსთა გასაგონადაც ვიტყვი: ამ ყველაფრის გაკეთების მერე დაიჯერებს თქვენს სინანულს ერი და შესაძლოა, მართლაც გაპატიოთ ყველაფერი!

 

გაპატიებთ, მაგრამ ერის მესაჭედ აღარ(!) დაგტოვებთ, რადგან თუ გულწრფელად გაინტერესებთ - პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მთავრობასთან ერთად ამდენ სიბინძურეს ჩაიდენს - პატიების ღირსი არაა!

 

მე ვერ გაპატიებთ ამას!

* * *

ძვირფასო მკითხველო!

 

ამ წერილსა თუ მიმართვაში შეგნებულად არ ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ არ ეგების საპატრიარქო ამბიონზე საერო პირის ასვლა!

 

მით უფრო, იქიდანმიტინგისწარმართვა ჩვეული ორატორობითა და, მით უმეტეს, ქვეცნობიერი აგრესიით!

 

ამას, ჩემზე და თქვენზე უკეთ, ერის სულიერი მამები შეუნდობენ ამპარტავანთ!

* * *

არ ვიცი რატომ, მაგრამ...

 

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ქართულ მხატვრულ ფილმში მონანიებაში საფლავიდან არაერთგზის ამოთხრილი ვარლამ არავიძის მიერ ნათქვამი ფრაზები მახსენდება...

* * *

მიშა-ბატონო,

 

ეს შენი ქუჩაა და ეს გზა ტაძრამდე არ(!) მიდის!!!

 

2009-2011

 

big_banner
არქივი