logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: ჰოდა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემი დაბადების დღეს!
- +

16 ოქტომბერი. 2021. 02:12

 

2021   წ ლ ი ს   16  ო ქ ტ ო მ ბ რ ი ს ა

 

ჰოდა, დილა მშვიდობისა! გილოცავთ ჩემი დაბადების დღეს!

 

ჰოდა, როგორი საჩუქარი აღარ მიმიღია დაბადების დღეზე, ყველაზე ხშირად – რა თქმა უნდა, წიგნი.

 

ჰოდა, ჩემმა ძველმა მეგობრებმა – გამომცემლობა „პეტიტის“ თავკაცებმა და თანამშრომლებმა წელსაც წიგნით მომილოცეს! თანაც არა ერთით ან ორით! – ერთბაშად ჩემი ცხრა წიგნი მოამზადეს და გამოსცეს, რითაც დაიწყო კიდეც ჩემი ომნიბუსის ისტორია.

 

ჰოდა, „ცხრა“. ასე ჰქვია ერთიანად ამ ცხრაწიგნეულს, ხოლო თითოეულს თავისი საკუთარი სახელიც აქვს: „ცხრის პირველი“, „ცხრის მეორე“, „ცხრის მესამე“ და ასე შემდეგ „ცხრის მეცხრემდე“. სულ ცხრაწიგნეულში 800-ზე მეტი ლექსია დაბეჭდილი.

 

ჰოდა, სხვა საჩუქარი მე არ მინდა.  ვისურვებდი მხოლოდ, რომ ჩემმა მეგობრებმაც ამ წიგნებით მიულოცონ საკუთარ თავს ჩემი წლევანდელი დაბადების დღე! მით უმეტეს, რომ ცხრავე წიგნის ყველა ეგზემპლარი სახელობითია!

 

ჰოდა, გამომცემლობა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ წიგნში ჩაიბეჭდოს მფლობელის სახელი და გვარი, მე კი წიგნის ერთადერთობას და უნიკალურობას ჩემი ავტოგრაფით დავადასტურებ.

 

ჰოდა, ასე! დანარჩენი თქვენ იცით და „პეტიტმა“! დღეიდან ისინი უკვე იღებენ შეკვეთებს ჩემს წიგნებზე – ცხრავეზე ერთად თუ თითოეულზე ცალ-ცალკე, სურვილისამებრ.

 

ჰოდა, აი, „პეტიტის“ ტელეფონის ნომერიც:  555 60 56 05.

 

ჰოდა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემი დაბადების დღეს!

 

 

 

 

big_banner
არქივი