logo_geo
სიმართლე სააკაშვილზე!
- +

27 ოქტომბერი. 2021. 15:51

 

 

2005-ში ჰუჯაბის კომპლექსი გადასცა სომხეთს.

2006-ში წითელი ხიდი - აზერბაიჯანს.

2008-ში კოდორი და ახალგორი რუსებს.

2009-გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს.

 

2012-ში უკანონოდ, ერთ დღეში 28000 თურქს მისცა მოქალაქეობა, შედეგად 31 ოქტომბერს შემოხაზეს „5".

 

მანამდე თურქული ბაღი-სკოლა-ინსტიტუტით გაავსო ქვეყანა.

 

სააკაშვილის დამსახურებაა, რომ აჭარაში თურქები ისე ხსნიან სკოლებს, სასტუმროებს, მედრესეებს, არც გვეკითხებიან.

 

ებრძოდა ეკლესიას, პატრიარქს, დასცინოდნენ წმინდანებს, სინოდის სხომას ასწრებდა უშიშროებას. არის ამის ვიდეო.

 

დაპატიმრებული ჰყავდა უდანაშაულო მღვდლები.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტიდან გაყარა პროფესიონალი პროფესორები, უწოდა ჩარეცხილები და გააუქმა კვლევითი ინსტიტუტები, მეცნიერებათა აკადემიას შეუწყვიტა დაფინანსება.

 

დააწესა ადამიანების ასაკობრივი დისკრიმინაცია.

 

7 ნოემბერს და 26 მაისს სასტიკად დაარბია და გაუსწორდა საკუთარ მოსახლეობას, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ქართველი კაცები დაბორკილები მიწაზე ეყარნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ.

 

სტრასბურგში 118 საჩივრიდან 98 წააგეს და სტრასბურგმა დამნაშავე რეჟიმად ცნო.

 

32 000პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდათ. პატიმრებს წამებით კლავდნენ. მოკლული ჰყავთ 745 პატიმარი. ქუჩაში დახვრეტილი 151 ახალგაზრდა. მის დროს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი 1%-იც კი არ გამოჰქონდათ.

 

მოკლეს აკადემიკოსი გურამ შარაძე, ადმირალი ირემაძე, გენერალი კეკუა, ბადრი პატარკაციშვილი, ზურაბ ჟვანია, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, კობა დავითაშვილი, რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს გია მაისაშვილს, ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა .

 

წამების და არაადამიანური მოპყრობის  20 000 ფაილი ნახეს სამეგრელოს ე.წ.  კასრებში.

 

პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში, რათა თბილისი კვლავ სომხებს ჩაეგდოთ ხელში.

 

ქუთაისში ააფეთქა საუკეთესო ძეგლი, დიდების მემორიალი, რასაც დედა და 9 წლის გოგონა შეეწირა.

 

ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი.

 

დააწესა სასჯელის შეკრებითობა, ადამიანებს უსჯიდნენ 20-25, 30-35 წელს, ფაქტიურად სიკვდილს. დღეს ეს გაუქმებულია.

 

არის ფსიქიურად აშლილი, ამაზე წერენ ცნობილი პოლიტიკოსები და ცნობილი ფსიქიატრები. ამის დასტურია მისი არეული, ისტერიული, ბლუყუნით მეტყველება.

 

წაართვეს ბიზნესი და ქონება ასეულობით ადამიანს. საზღვარი გაუხსნეს აფრო-აზიას და ცვლიდნენ დემოგრაფიას, გაანადგურეს განათლების და კულტურის სისტემები.

 

ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი. სკოლებში აიკრძალა „დედა ენის" სწავლება (2 წლის წინ დააბრუნეს).

 

მაშინდელი ოპოზიცია ისე ჰყავს დაშანტაჟებული, დღეს მონასავით თავის მწამებელს უდგას გვერდში.

 

დღენახევარში წააგო ომი, გორში ისე გარბოდა სამარცხვინოდ, დაცვა ვერ ეწეოდა.

 

ომის დროს მისი ჩინოვნიკები წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს.

 

მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.

 

რუსი ოკუპანტის ძახილით, მთელი ეკონომიკა და ქვეყნის ძირითად სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს. გრიგოლ ვაშაძე, ნაყოფია, ხოშტარია, ბენდუქიძე, რუსეთის მოქალაქეები ჰყავდა მინისტრებად.

 

გაეროში 1633 პუნქტზე ხელი მოაწერა, ომი ჩვენ დავიწყეთო, კასეტური ბომბები ვისროლეთო. უარი თქვა, ოკუპირებული რეგიონების საკითხი ეუთოს და გაეროს გადაეწყვიტა (ამას სარკოზი წერს). ამით რუსებს პირდაპირ აღიარებისკენ უბიძგა.

 

ქვეყანას დაუმალა, კაპიტულაციის აქტზე რას მოაწერა ხელი.

 

 სოხუმი არასოდეს იყო ჩვენიო, აღიარა ერთ-ერთ გამოსვლაში.  ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო.

 

150 მის მიერ დაკარგულ სოფელზე, რაღაც ქვა-ღორღი იყოო,  - ამის შემოქმედს და მთქმელს მოსახლეობის 27% უჭერს მხარს და აგრესიულად თხოულობს მის დაბრუნებას!

 

ლევან ლაბაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი