logo_geo
ნინო ლაბარყავა: ყველას გასაგონად!
- +

28 ოქტომბერი. 2021. 18:12

 

 

 

ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ყეყეჩობის მაჩვენებელი ზედა ზღვარს აღწევს, რადგან სხვადასხვა ქალაქებში მათი მერობის კანდიდატებმა საკმაოდ დიდი პროცენტები აიღეს.

 

საინტერესო ისაა, როგორ შეიძლება, ამ მწამებელთა სექტას აძლევდეს ხმას ამომრჩეველი?

 

როგორ შეიძლება, სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ამბობდე, რომ „ისეთი არაფერი ხდებოდა“ და ადამიანის ცხოვრება ასფალტის დაგებასა და შადრევნების გაკეთების ფონზე დაგყავდეს?

 

ხანდახან, მართლა იფიქრებს ადამიანი ამ კრიმინალური, დამნაშავე ძალის მხარდამჭერებს თავში ტვინის მაგივრად რა უდევთ...

 

იმდენად ფანატიკურ ტრანსში არიან ჩარჩენილები, მათი ბელადი მიჰა სულ რომ თავზე აშარდავდეთ, თვალების პაჭუნით იტყვიან - უი, რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო...

 

ციხეში მყოფი ცოტნე დადიანის კარიკატურად „გარდაქმნილი“ სააკაშვილი, რომელიც თაფლს, ტანზე წასმის მაგივრად, საჭმელად ეზიდება ციხის მაღაზიიდან, აცხადებს, რომ შიმშილობს...

 

ე.წ. სახალხო დამცველიდან დაწყებული, ლამის,

 

ევროპარლამენტარებით დამთავრებული, ყველა ყელგამოწვდილი ეხვეწება საქართველოს ჩინურ აღმშენებელს - შენი ჭირიმე, რამე ჭამეო... „პატარა ბავშვად“ ქცეული სააკაშვილი კი ჯიუტობს და ფეხებს ახალგარემონტებული ციხის იატაკზე აბაკუნებს...

 

ამასობაში, ამ დღეებში წამების ნაირსახეობის ფორმაც აღმოვაჩინეთ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიშას ციხეში სეფისკვერები გაუგზავნა, რაზეც „მთავარმა ნაძირალა“ ნიკა გვარამიამ განაცხადა - ეს წამების ერთგვარი ფორმააო, როცა მოშიმშილესთან სეფისკვერებს გზავნიო...

 

აბსოლუტურად არაპატივსაცემო გვარამიავ, წამება და ტანჯვა ზუსტად იმ პერიოდში ხორციელდებოდა ციხეებში, როდესაც შენ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყავი!

 

სწორედ შენი ბელადის რეჟიმი აწამებდა და აშიმშილებდა პატიმრებს, აუპატიურებდა და კლავდა, რასაც ვერც შენ და ვერც შენნაირი ნაძირალა ერთი დღეც ვერ გაუძლებს!

 

ციხეში, სადაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც თავადაც აღმოჩნდები!

 

უი, თურმე სააკაშვილი შიმშილობს... დედააა, რა ეშველება... მაგას კი ეშველება, მაგრამ აი, იმ პატიმრებს აღარაფერი ეშველებათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შეიწირა!

 

ნამუსის ძარღვი რომ მხოლოდ სალიტერატურო გამონათქვამი გგონიათ, ყველა თქვენს მიერ ნათქვამ ფრაზაში ჩანს  ეს მკვლელების, რეკეტიორების,

 

მწამებლების სექტა დგახართ და კიდევ აქეთ დასცინით ხალხს, თურმე დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და „დედას ბუშტი“ სააკაშვილი, თურმე, პოლიტპატიმარია...

 

მიშა ისეა პოლიტპატიმარი, როგორც მე ვარ გერმანიის კანცლერი!

 

რაც დრო გადის, ჭკუას სწავლობთ კი არა, უფრო და უფრო გონორზე მოდიხართ და ამის საფუძველი თქვენს მიერ ახლახან, 14 სექტემბერს გამართულმა აქციამაც მოგცათ, სამწუხაროდ...

 

დიახაც, ფულით თუ გულწრფელი შემართებით - 14-ში თავისუფლების მოედანი მეტ-ნაკლებად სავსე იყო ნაცების მხარდამჭერებით!

 

და ზუსტად ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერში სერიოზული მენტალური და ფსიქიკური პრობლემაა...

 

საქართველოში კარტოფილად შემოპარული მიშა კი, ციხეში გაბღენძილი ზის და გეგმებს აწყობს (უფრო დიდი ალბათობით კი - აწყობინებენ), როგორ ამოაყირავოს არსებული ხელისუფლება და როგორ გაიმეოროს „ვარდების რევოლუცია 2“...

 

მიშა მართლა სულელი კი არაა?! კი, ბოროტია, მანიაკია, გარყვნილია, სადისტია, მაგრამ სულელი ნამდვილად არაა! მიშა არაა ის ტიპი, ფუფუნებაში ცხოვრება და „გულაობა“ მოეკლო და საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად ჩამოსულიყო! უდავოა, რომ ძაღლის თავია ამ ამბავში სადღაც დამარხული და რა ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრი აქვს რეალურად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს, არ მგონია, ამის გაგებას დიდი დრო დასჭირდეს... როგორც უკვე ვთქვი, ადგილობრივი თვითმმართვ ე ლ ო ბ ი ს არჩევნების მეორე ტ უ რ ი წ ი ნ ა ა

 

რას უნდა ველოდოთ მანამდე, ან რა ვითარება შეიძლება მივიღოთ არჩევნების მერე  აი, ესაა საკითხავი. ის პეტიციაც, რომელიც მიშას გათავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა და ამავე მოთხოვნით გამართული აქციაც, რეალურად, სულაც არ არის საღლიცინო და სახუმარო ამბავი  ყველამ ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე აშკარად დაიხატა სურათი, რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის დაყოფილი. ხალხის ის ნაწილი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნაცრეჟიმის დაბრუნებას და „თავისუფლებამიშას“ აქციაზე მომავალ კოლონას გზებზე ცოცხებითა და ყავარჯნებით ხვდებოდა, დიდხანს აღარ მოითმენს! ის მოცემულობა, რომ ზოგიერთ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები, ფაქტობრივად, „ოცნების“ კანდიდატებს გაუტოლდნენ არჩევნებში მიღებული ხმებით - სერიოზული სიგნალია ხელისუფლებისთვის, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანებში მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ნაცების მოწინააღმდეგე, „ოცნებაზე“ გაბრაზებული ადამიანები, იმ ცოცხებს კონკრეტულ დანიშნულებას მისცემენ, რომელი ცოცხებიც წინა ხელისუფლების სიმბოლოდ არის ქცეული! ხალხის ნერვებზე თამაშს არასდროს მოუტანია კარგი და არც ახლა მოიტანს! ამ შემთხვევაში კი, ისევ ქვეყანა და ერი დაზარალდება - წავალთ ისევ იმ ავბედით წრეზე, რომელსაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია!

 

და დანდობა აღარ იქნება მერე! მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, დიდი ამბით რომ მოაწერა ხელი მიშას გათავისუფლების მოთხოვნით შემდგარ პეტიციას და შემდეგ სააკაშვილი ციხეშიც რომ მოინახულა, განაცხადა - საყოველთაო შერიგება უნდა მოხდესო, ერთმანეთს უნდა შევუნდოთო ყველამ დანაშაულებიო... სააკაშვილი, ასეა თუ ისე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოო და ქვეყნის პირველი პირი ციხეში არ უნდა იჯდესო... ანუ გლეხურად რომ ვთქვათ, ერთმანეთი უნდა დავინდოთ და ერთმანეთს ვაპატიოთო...

 

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სააკაშვილმა ვის რა უნდა შეგვინდოს?! ვინმემ ის ან მისი ოჯახის წევრები ვაწამეთ? გავაუპატიურეთ? მოვკალით? დავარბიეთ? ბიზნესები წავართვით? რა სჭირს ხალხს მისი შესანდობი და საპატიებელი?! ან საერთოდ, ნანობს კი სააკაშვილი რამეს? ვინმეს სთხოვს შენდობას? და თუკი ეს მანიაკი არავის სთხოვს პატიებას, ვინ და რატომ უნდა ვაპატიოთ მთელი ის ცხრა წელი, აგვიხსნის ვინმე?!

 

როგორ ბედავთ საერთოდ მავანნი, კიდევ აქეთ მოუწოდოთ ხალხს _ იყავით დიდსულოვანნი და შეუნდეთ მანიაკებს, მკვლელებს, მწამებლებს მათი დანაშაულებიო?!

 

ია მეტრეველს სთხოვა ვინმემ შენდობა? ან სულხან მოლაშვილის ოჯახს? სერგო თეთრაძის და გირგვლიანის ოჯახების დარჩენილ წევრებს ნაცრეჟიმის რომელიმე წარმომადგენელმა მოუხადა ბოდიში?

 

7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების დარბევის გამო რომელიმე ნაცლიდერი გამოთქვამს მწუხარებას?!

 

გიგა ბოკერიამ თუ მოიხადა ბოდიში, როდესაც ეკლესიის ნგრევასა და მრევლის ცემაში იღებდა მონაწილეობას?

 

აგვისტოს ომის დროს ცხინვალში, ქართველი მებრძოლი ბიჭების ცხედრების უპატრონოდ მიტოვებისთვის ვინმემ მოიხადა ბოდიში?

 

ვინმემ გამოთქვა ამ ტრაგიკულ ამბავზე მწუხარება?

 

ვინმე ნანობს, სამეგრელოს სარდაფებში რომ კაცები აღიარებითი ჩვენებების გამო გააუპატიურეს?

 

ნანობს კი არა, ამ ყველაფრის დამკვეთი, ნაძირალა, არაკაცი მეგისა ქარდავა, რომელიც ახლა ციხეში აგდია, აქეთ „გვაწვება“ - მე მართალი ვარო და ამ საქმეში ბრალი არ მიმიძღვისო...

 

განცხადებებს წერს ციხეში, რომელსაც მისნაირი ნაგავი დღეს არ ხელმძღვანელობს და არავინ აწამებს!

 

ახალი ტრენდია, როგორც ჩანს, შემოგდებული, რის დამკვიდრებასაც ცდილობენ ახლა კოჰაბიტაციამ ხომ შეგვაღონა და ახლა საერთო-სახალხო შენდობა-პატიების დრო დადგა თურმე!

 

ყველას ღმერთმა შეუნდოს თავისი დანაშაულები...

 

ნაწამებ, გაუბედურებულ, დამცირებულ, ნადევნ, დასახიჩრებულ ადამიანებს კი ნურავინ მოუწოდებთ, აპატიონ მათ მწამებლებს, მჩაგვრელებს და სადისტებს! ჯობია, იმ უბედურების პრევენცია მოახდინოთ, რასაც „საცოდავი, მოშიმშილე“ მიშა გეგმავს, თავის კრიმინალურ პარტიასთან ერთად!

 

და ეს მიმართვა ყველას ეხება, ვისაც პრევენციის უნარი და ძალაუფლება აქვს!

 

„არაპატივსაცემო გვარამიავ, წამება და ტანჯვა ზუსტად იმ პერიოდში ხორციელდებოდა ციხეებში, როდესაც შენ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყავი! სწორედ შენი ბელადის რეჟიმი აწამებდა და აშიმშილებდა პატიმრებს, აუპატიურებდა და კლავდა, რასაც ვერც შენ და ვერც შენნაირი ნაძირალა ერთი დღეც ვერ გაუძლებს! ციხეში, სადაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც თავადაც აღმოჩნდები!"

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი