logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ორთაჭალის ციხეში, 20-კაციან საკანში ხშირად 120 პატიმარი იყო მოთავსებული! ლომჯარიას ეძინა მაშინ?
- +

28 ოქტომბერი. 2021. 22:33

 

 

 

ამ ბოლო დღეებში ვუსმენ და ვუყურებ თითქმის ყველაფერს, რაც ავადმყოფ ექსპრეზიდენტს ეხება. ვინმე ლომჯარიასაც ვუსმინე - ციხეებში ის პირობები არაა, რაც სააკაშვილს ეკადრებაო. რას ერჩით, სიმართლე კი თქვა. სააკაშვილს ნამდვილად არ ეკადრება ისეთი ციხე, როგორშიც ახლაა თაფლმისხმული... მაგას, ბოკერიას, კეზერაშვილს, მიშას ვანოს და თუთბერიძის  ბაჩოს ნამდვილად ისეთი ციხე ეკადრებათ, როგორშიც თავად ჰყავდათ პატიმრები ნაწამები!

მეგისაზე აღარაფერს ვამბობ.

ვირთხასავით უნდა გამოკეტო სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნ კასრებში და მერე მიხვდებიან საკუთარი სადიზმის სისასტიკეს.

 

ძვირფასო მკითხველო, ეს ფოტოები ნათელი მაგალითია და სახეა იმისი, თუ როგორი სხვაობაა ნაციონალურ რეჟიმსა და ოცნების ხელისუფლების დროს არსებულ საკნებს შორის...

ამ ფოტოებზე ბათუმის, ქსნის და ორთაჭალის ციხის ფოტოებია წარმოდგენილი. მიშას  ტანზე წასმული თაფლით დაბრმავებულთათვის არ ვაქვეყნებ ამ ფოტოებს. არც ჩაჯვის სექტის გასაგონად ვწერ არაფერს. უბრალოდ, შედარებას გთავაზობთ... ჰო, ერთიცაა: იმდღეს ერთ-ერთ არხზე გაჟღერდა - რატი ბრეგაძე სააკაშვილისთვის სტუდენტებს აგროვებდა "ვარდების რევოლუციის" წლებშიო. სისულელეა და სიცრუე! თუ ვინმე ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს ჯერ კიდევ ე. წ. "ვარდების რევოლუციამდე", პირველები სწორედ რატი ბრეგაძე, დაჩი ცაგურია, ლევან ჯაფარიძე, სულგანათლებული კახა კერესელიძე და მე გახლდით! დიახ! ესაა სიმართლე და თუ ვინმეს ამნეზია არა აქვს, ყველას ახსოვს! ვისაც არ სჯერა და... ლევან ბერძენიშვილს და მის "სოკოცუანა" (თამაზ წივწივაძისეულად!) კვესიტაძეს ებარებოდეს!

 

აი, ფოტოებიც და ნუ დაგავიწყდებათ კიდევ ერთი მთავარი განსხვავება: მაშინ ციხეებს სააკაშვილის ზურაბ ადეიშვილი კურირებდა, დღეს ჩემი მეგობარი და მართალი კაცი რატი ბრეგაძე!

 

P.S.

ბათუმის ციხეში, ძველ საპატიმროში სასჯელს იხდიდა 800-1000 პატიმარი. და ეს მაშინ, როდესაც ციხეს  92 პატიმრის მიღების საშუალება ჰქონდა!

საპირფარეშოები იყო ღიად შემოფარგვლის გარეშე!

დიახ, საკნებში არ იყო გამწოვები, ახლა კი კონდიციონერებითაა აღჭურვილი!

თითო საკანში ოცდაათ პატიმარს ათავსებდნენ და იმ საცოდავებს ფეხზე დგომით და მორიგეობით ეძინათ!

არ იცოდით? იქნებ, იცოდით და დუმდით? იქნებ, შიშისგან დუმდით?! ახლა მაინც ამოიღეთ ხმა და ახლა მაინც თქვით... "უშიშრებო"!

 

მეტიც: ძველ ქსანში ბარაკული სისტემის ნაგებობები იყო და ხელოვნურად მოწყობილ ეზოებში ეძინათ, რადგან ვერ ეტეოდნენ პატიმრების დიდი  რაოდენობის გამო!

იყო საშინელი სიბინძურე, რაც, დამეთანხმებით, უამრავი ინფექციის წყარო იყო ისედაც გაუბედურებული მოსაკნეებისთვის...

დიახ, თაფლწასმული გიულევიჩისგან განსხვავებით, და განსხვავებით ბაჩოსგან, ვანოსგან, მეგისისგან და სხვა პატიმრებისგან, - "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პატიმრებს არ ექცეოდათ ყურადღება!

დიახ! საუბედუროდ, უპატრონოდ იყვნენ მიყრილები საკვებისა და ჰიგიენის დაცვის გარეშე და თუ ვინმეს მეხსიერება არ ღალატობს, ციხის მორგებიდან ასობით გამოსვენებული ახალგაზრდაც ახსოვს! გახმაურებულ სადისტურ მკვლელობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

ორთაჭალის ციხეში, 20 კაციან საკანში ხშირად 120 პატიმარი იყო მოთავსებული!

ლომჯარიას ეძინა მაშინ?

ან ლომჯარიას "წინაპრებს" "ნაციონალური მოძრაობიდან"?!

 

სააკაშვილისხელა ვირთხები დარბოდნენ ყველგან და სიბინძურე და ანტისანიტარია რბილ შეფასებად იყო აღქმული...

ინფექციის ბუდედ იყო ქცეული სააკაშვილისდროინდელი ციხე და დღეს ეს ვირთხები აქეთ გვიკითხავენ მორალს კიდევ!

2006 წელს, 1000 კაცზე გათვალისწინებული ციხე, 5600 პატიმრით იყო გადავსებული!

"თეთრი ბაირაღების" ნუნუ ექიმი კი არა, მორიგე ექიმი და ექთანიც კი ლამის სანატრელი იყო დაავადებულთათვის...

იმ პატიმართა მსგავსად ტუბერკულოზითა და მუნით როცა დაავადდება შადრევან პირველი, მერე იკითხეთ მორალი!

 

P.P.S.

მოკლედ ვერ შევძელი დაწერა. არც ფოტოებია მცირე და შედარებაც იოლია!

გვარამიას სექტისთვის ისედაც არ ვწერ.

არც მათთვის, მიშასგან "ბავშვი" რომ უნდათ...

ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ვწერ, და მათთვის კიდევ, ჩემი შიმშილობისას, 2008 წელს, კრინტი რომ არ დაცდენიათ (ზოგს შიშისგან და ზოგს მიშას ტრფობის ზედოზირების გამო!) და ახლა იყვლეფენ ენას ამ ავადმყოფის მიმართ გამოხატული ზედმეტი(!) ყურადღების გამო...

 

P.P.P.S.

თაფლი მაისისა ჯობს და ეგებ იშოვოთ დიდი რაოდენობით, მეგისასაც უწილადებს ბოლო-ბოლო...

 

 

 

right_banner big_banner
არქივი