logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ნულოვანი ტოლერანტობა სისხლისღვრის მოსურნეებს და მაიდნის მოწყობის ხელშემწყობებს!
- +

29 ოქტომბერი. 2021. 21:09

 

 

გვარების ჩამოთვლა რომ დავიწყო, შეიძლება, შორს წავიდე...

საკმარისნი არიან!

საბედნიეროდ, ბევრნი - არა!

უბრალოდ, ერთი რამ მიკვირს...

რატომ ვაბედინებთ ამდენს?

რატომ ვაძლევთ ამდენის უფლებას?

ცილისწამება, ბულინგი და მორალური ტერორი აღარ ყოფნით და ოჯახის წევრებსაც გადასწვდნენ?

ყავის დალევაც უნდათ?

თაფლის დაგემოვნება და ხუთლიტრიანი გაზიანი ლიმონათი დღეში არ ყოფნით?

მართლა ამოვიდა ყელში ეს სექტა თავის მომღერლებიანად, მსახიობებიანად, ე.წ.ჟურნალისტებიანად, ტელეარხებიანად, ცილისწამებით, ბულინგით, მუდმივად ორი გვამის სურვილით, დაცინვით, ლანძღვით!

ბიომასას უწოდებენ ხალხს, პირდაპირ აგინებენ დედას, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ და იარაღის ჟღარუნს იწყებენ, აქეთ მორალს გვიკითხავენ და ჩვენ ქერს ვარჩევთ? მართლა დაიღალა ეს ქვეყანაც და ხალხიც ამდენი თავგასული თავგასიებულით!

კანონი უნდა კანონობდეს და ეს არის მთავარი!  დიახ!

ნულოვანი ტოლერანტობა სისხლისღვრის მოსურნეებს და მაიდნის მოწყობის ხელშემწყობებს!

დიახ!

ყველა ნაძირლის ადგილი მეგის ქარდავას გვერდითაა!

დიახ!

გარეწრების ადგილი სააკაშვილის გვერდითაა!

დიახ!

თუ სახელმწიფო ვართ, ბოლოსდაბოლოს, ვიყოთ მართლა ნამდვილი სახელმწიფო და აგოს ყველა დამნაშავემ პასუხი!

 

 

big_banner
არქივი