logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მახსოვს!
- +

3 ნოემბერი. 2021. 13:22

 

 

 

2003 წელი - ვარდებით ნაცხელისუფლების დასაწყისი;

 

ტელედაჭერები და ნულოვანი ტოლერანტობა;

 

დაჭერის შიშით, ბევრის გახიზვნა საქართველოდან;

 

სახლში უცნობი კაცების ვიზიტები და დაკითხვები;

 

ქუჩაში დახვრეტილი ბიჭები და ირინა ენუქიძე!!!

 

2007 წლის 7 ნოემბერი, ჩემი 10 წლის იუბილარი შვილის ცრემლები, მიტოვებული სუფრა, - რუსთაველზე დატრიალებული უბედურება საღამოს დასჯილი „ტელეიმედი”;

 

კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფული საპროცესო გარიგებებისთვის;

 

გივიას მუქარა - სუუუულს ამოგხდითოოო;

 

ხუთი მცირეწლოვანი შვილის პატრონი თემურის სამსახურიდან დათხოვნა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რუსთაველზე „დუბინკიანი“ ხელი დაუჭირა პოლიციელს;

 

მახსოვს ნაცკოორდინატორის პასუხი, როცა გარაჟს მინგრევდნენ, - არავის არაფერს უშლის, მაგრამ ჩვენს ნერვებს გვიშლისო;

 

2008 წელს გორის ცენტრში უპატრონოდ, ყვითელი ავტობუსის „შოფრების“ ამარა მიტოვებული ჯარისკაცები და დაბომბვაში მოყოლილი ივიკო, გალსტუკიღეჭია და  მიწაზემხოხავი პრეზიდენტი;

 

დაკარგული სამაჩაბლო და ანწუხელიძეები!!!

 

საზღვრებისკენ გაქცეული ნაცხელისუფლება და  დამოძღვრა, თუ როგორ უნდა დაგვეცვა სამშობლო!

 

მახსოვს, „მოდელირებული ქრონიკის“ ყურებით დაზაფრული, სამაჩაბლოელი, ერთხელ უკვე ომგამოვლილი 21 წლის გოგო როგორ გარდაიცვალა გულის შეტევით!

მახსოვს 26 მაისი;

 

მახსოვს ციხიდან გამოსული ცოცხალმკვდარი, კბილებჩაცვენილი, ჩონჩხადქცეული, გაუბედურებული ავთოია, ათ დღზე მეტი რომ ვეღარ იცოცხლა, მაგრამ თქვა ის, რაც უკვე ყველამ ვიცით;

 

მახსოვს სულხან მოლაშვილი და სხვებიც…

 

მახსოვს, სამსახურიდან რომ დამითხოვეს და ჩემს შეკითხვაზე _ რატომ, ნაცდოქსოპულოს პასუხი იყო _ იმიტომ!!!

 

მახსოვს, საზაფხულოდ - დისნეილენდებში და საზამთროდ ლაპლანდიაში რომ მოგზაურობდნენ ნაცდედიკო-მამიკოების შვილიკოები მაშინ, როცა სხვების შვილები ციხის პაემნებზე დადიოდნენ, რომ შუშებიდან დაენახათ მამები.

 

მახსოვს თვალებგადმოცვენილი ვალერი გელაშვილი და თავდასისხლიანებული კობა დავითაშვილი;

 

მახსოვს ჩურჩული, შიშიანობა და კიდევ გავაგრძელოოოოო?

 

ერთი ადამიანის ტრაგედიისთვის და  ერთი ქვეყნისთვისაც საკმარისზე მეტია, ამიტომ ვიყავი არჩევნებზე, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც ხმა ნაცების წინააღმდეგ მიმეცა!

 

 

 

big_banner
არქივი