logo_geo
მერაბ ხაჩიძე: დიდი რეზო ინანიშვილი ბატონი ნიკოს წინ ისეთივე მოკრძალებით იდგა, როგორითაც ადრე, სტუდენტობისას...
- +

20 დეკემბერი. 2021. 18:40

 

მისი ორმოცდამეათე დაბადების დღის მისალოც გადაცემას ვწერდით!

 

სტუდიის პავილიონში ბატონი ნიკო კეცხოველი შემოვიდა!

 

საერთო სალამი თქვა!

 

მერე რეზო ინანიშვილთან მივიდა, ტორი ლოყაზე მოუთათუნა: - რა დრო გასულა, ბიჭო, ორმოცდაათისა გამხდარხარ! - უთხრა და მკერდზე მიიკრა.

 

უკვე ცნობილი მწერალი, ყველასგან მოსაფერებელი და დიდი რეზო ინანიშვილი კი ბატონი ნიკოს წინ ისევ იმ სახით და ისეთივე მოკრძალებით იდგა, როგორითაც ადრე, სტუდენტობისას, როცა დედა უნივერსიტეტის დერეფანში მათი „მრისხანე“ რექტორი გაივლიდა ხოლმე!

 

მაშინ იქ სხვაც ბევრი იყო საყურადღებო და მიტომ შემომრჩა მოგონებად!

 

არც მაშინ და არც დღეს დიდს არაფერს წარმოვადგენ - გადაცემის რეჟისორის რიგითი ასისტენტი ვიყავი, მაგრამ თურმე, სულაც არ არის მთავარი, ვინ ხარ!

 

მთავარია, რომ იქვე, შორიახლოს მყოფი ვისმენდი ბუმბერაზების საუბარს, ვუყურებდი მათ ურთიერთობას და სასწავლი გაკვეთილივით მედო წინ ის გადაშლილი წიგნი, სწორი ცხოვრების წესი რომ ერქვა!  

 

ბედნიერი კაცი ვარ!

 

დღეს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა!

 

 

big_banner
არქივი