logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ბებია ყველას უყვარდა...
- +

23 დეკემბერი. 2021. 22:09

 

 

მთელმა ჩემმა ბავშვობამ ისე გაიარა, რომ მეგონა მოხუცი ყველა სახლში იყო, ასეთი თმაშევერცხლილი, შალმოფარებული, ფუმფულა ბებიები, დილით რომ ყველაზე ადრე დგებოდნენ და დაცაცუნობდნენ სამზარეულოში, ან ბლინებს აცხობდნენ ან ვარენიკებს, ან უბრალოდ,ჩაის ადუღებდნენ, ბებია ქსოვდა ან კერავდა ან ქარგავდა, ქოთნის ყვავილებს რწყავდა... ბებია ყველას უყვარდა და მის სანახავად ხშირად მოდიოდნენ ნათესავები. ბაბუაც სახლში იყოო, დილით კეფირის და ფუნთუშების მოსატანად ჩადიოდა გასტრონომში, სულ მოწესრიგებული იყო, პიჟამა ეცვა და საღამოობით გაზეთებს კითხულობდა სავარძელში ან ფეხბურთს უყურებდა. საღამოს ყველანი ერთად სხდებოდნენ მრგვალი მაგიდის ირგვლივ და ვახშმობდნენ, ბებიებს და ბაბუებს აზრს ეკითხებოდნენ, პატივს სცემდნენ, ეფერებოდნენ, ზღაპრებს აყოლებდნენ, პატარა, კოკროჭინა სახლებშიც კი ეტეოდნენ ისე, რომ ზედმეტი არავინ იყო. სულ მეგონა , რომ ეს ბებია-ბაბუები კი არ კვდებოდნენ, უბრალოდ, იღლებოდნენ და თავისი სურვილით სადღაც შორს მიდიოდნენ, საიდანაც ისევ შვილებზე და შვილიშვილებზე ლოცულობდნენ. მე ასეთ ბებიებს და ბაბუებს ვნახულობდი წიგნებში, ასეთებს ვხედავდი, ასეთებზე მიყვებოდნენ, ასეთებს ხატავდნენ, ასეთი ლამაზი სიბერით ბერდებოდნენ და ასეთი სახლები ბედნიერებით იყო სავსე!

ახლა მე მეშინია სიბერის და არ მინდა, რატომ და იმიტომ...“- წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი