logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: დღეს საიუბილეო დღეა! გილოცავთ!
- +

3 მარტი. 2022. 02:30

 

 

ოცდაათი წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს, დაარსდა გაზეთი „ასავალ-დასავალი“. 

 

გაზეთი, რომელიც უკვე სამი ათეული წელია, ლიდერისა და ყველაზე კითხვადი გაზეთის სტატუსს ინარჩუნებს დღევანდელ, ინტერნეტით სავსე სამყაროშიც.

 

ვულოცავ იუბილეს გაზეთის მთავარ რედაქტორს, ლაშა ნადარეიშვილს და „ასავალ-დასავალის" მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

 

გაზეთის არსებობის მესამედი მეც მათთან ერთად მაქვს გატარებული და გულწრფელად რომ გითხრათ, დღესაც ამ გუნდის წევრად ვთვლი თავს...

 

„ასავალ-დასავალი", დიახაც, გამარჯვებული ხალხის გაზეთია, რადგან სწორედ „ასავალ-დასავალი" გახლდათ ფლაგმანი ქართული დამოუკიდებელი მედიისა სააკაშვილი-მერაბიშვილისა და ლომაია - რანკოვიჩის ხროვის წინააღმდეგ ბრძოლაში!

 

დიახ, „ასავალ-დასავალი" იყო ის გაზეთი, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხოდა ბოკერია-უგულავას ბელადი!

 

დღეს ბევრს და ახალს ვერაფერს გეტყვით.

 

დღეს საიუბილეო დღეა!

 

ვულოცავ ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ამ დიდებულ თარიღს და ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი უცილობელი და შეუფასებელი წვლილისთვის მადლობას ვუხდი!

 

 

გიორგი მამაცაშვილი. 

ჟურნალისტი,

მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" გენერალური დირექტორი.

 

 

big_banner
არქივი