logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ღირსეული კაცია შინაგან საქმეთა მინისტრი და იმიტომ!
- +

19 აგვისტო. 2022. 19:03

 

 

რამდენიმე დღის განმავლობაში გაშმაგებით ეძებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს ე.წ. ჩემი კოლეგები. გვემალებაო, - ესეც კი თქვეს.

 

და გამოჩნდა.

 

გამოჩნდა კამერების წინ.

 

მისცა მოკლე კომენტარი რამდენიმე შეკითხვაზე მედიასაშუალებებს და...

 

და სწორედ ესაა მთავარი!

 

ღირსეული პასუხი ყველა ბრალდებაზე!

 

ღირსეული პასუხი ყველა ცილისწამებაზე!

 

ღირსეული პასუხი ყველა ბოდვაზე!

 

ვახტანგ გომელაურს უნდა იცნობდე და ამ ცნობით თავისთავად გასცემდა ყველა თქვენგანი პასუხს მავანთა მიერ შეთხზულ,  მორიგ ბინძურ პასკვილებსა თუ ჭორებს.

 

ვახტანგ გომელაურს უნდა იცნობდე და ამ ცნობით თავისთავად გასცემდით პასუხს ყველა ავანტიურას!

 

დიახ, დღეს სწორედ ის გუნდი მართავს ქვეყანას ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, გიორგი ლილუაშვილის, რატი ბრეგაძის, თეა წულუკიანის, კახი კალაძის, ირაკლი კობახიძის და სხვათა ხელმძღვანელობით, ვისთვისაც ადამიანური ღირსებაა მთავარი და არა საკუთარი გუნდის წევრთა მიმართ გამოგონილი კომპრომატების შეგროვება...

დიახ, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა თავის დროზე და სხვა შემოკრებილთაგან განსხვავებით (სხვადასხვა მიზეზთა გამო ბევრი სხვა ნავში ზის დღეს), დღემდე ღირსეულად უძღვებიან ქვეყანას.

 

ვახტანგ გომელაურს რომ ვინმეს ოჯახის ამოწყვეტა დააბრალო, მინიმუმ, - უნდა შეგრცხვეს...

 

ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ჯიბეში ხელის ჩაყოფა რომ დააბრალო, მინიმუმ, - უნდა შეგრცხვეს...

 

ირაკლი ღარიბაშვილს მიტინგების დარბევა და ჟურნალისტების მკვლელობა რომ დააბრალო, მინიმუმ, - უნდა შეგრცხვეს...

 

გავიარეთ მსგავსი დროც, მეთოდებიც და ნაძირალათა მეფობის წლებიც, როცა ჟურნალისტებს არბევდნენ, კლავდნენ, გვამებს ჯიხურების თავზე ალაგებდნენ, ციხეებიდან გვამად ქცეულ პატიმრებს ატანდნენ ოჯახის წევრებს, მამებს უჭერდნენ და მერე მოდელირებული გადაცემების წამყვანობას აიძულებდნენ... გავიარეთ და საბედნიეროდ, ხალხს ახსოვს ამ ნაძირალათა სახელები და გვარები!

 

და საბედნიეროდ, ივანიშვილის, ღარიბაშვილის და გომელაურის გვერდით მათ არავინ ახსენებს!

 

თავში ვახსენე, ეძებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს-მეთქი... აკი, იპოვეს...

 

იპოვეს და მწარედ ირტყეს მჯიღი... გომელაური არ აჰყვა მავანთა მიერ პროვოკაციულად დასმულ კითხვებს და პასუხიც ისეთივე ღირსეული გასცა, როგორიც თავადაა!

 

ობოლო, ვის გაწირავო და - გამზრდელსო" - გახსოვთ, ალბათ... საბედნიეროდ, ვერ გამოუვიდა ვერავის გომელაურის გაწირვა!

 

გაზრდილებისგან" განსხვავებით, ღირსეული კაცია შინაგან საქმეთა მინისტრი და იმიტომ!

 

პ.ს.

 

"გუშინწინ" კვესიტაძეები და მშვილდაძეები აყენებდნენ შეურაცჰყოფას გომელაურს.

 

"გუშინ" ჭუტლექსას და გვარამიებს ჰყავდათ მიზანში ამოღებული...

 

"დღეს" ყოფილი მოდგილეების ცილისწამებების ჯერია...

 

"ხვალ" ვინმე ბუღაძე და ისიდოროვიჩი მიადგებიან...

 

კოლექტიური სააკაშვილები არიან ესენი და მათგან აღარაფერია საწყენი...

 

გიულის და თემურ ალასანიას მადლი გფარავდეთ, ხლისტებო!

 

 

 

 

big_banner
არქივი