logo_geo
ლაშა ნადარეიშვილი: მეგობარი პოეტის ხსოვნას!
- +

18 სექტემბერი. 2022. 04:13

შენ საქართველოს

ხარ მეციხოვნე,

შემყურე ქვეყნის

მიეთ-მოეთის...

შენ საქართველოს

ხარ მეციხოვნე,

მაგრამ სასჯელი

გერგო პოეტის!

 

შენ სიკვდილითაც

ლელოს გაიტან,

სამშობლოს მტერი

ვერ აგიოხრებს, -

შენ დღეს ცხოვრებას

იწყებ თავიდან,

ბრძოლაში ისევ

გული იოხე!

 

ჩვენ ვიბადებით

ღმერთის უფლებით,

რომ სიყვარულში

მოვკვდეთ ბოლონი...

გახედე, ვახტანგ,

„მახათას ზედა

სხედან ღრუბლები

უსამშობლონი!“

 

        ლაშა ნადარეიშვილი

 

P.S.

უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ქართველ პოეტს, პუბლიცისტსა და „საერთო გაზეთის“ მთავარ რედაქტორს ვახტანგ ხარჩილავას, რომელიც სამუდამო განსასვენებელს პოვებს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

 

 

big_banner
არქივი