logo_geo
ვეტერანი სპორტის რაინდები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ!
- +

22 სექტემბერი. 2022. 18:17

 

როდესაც რომელიმე ნაგებობა შენდება, არქიტექტორს გადაეცემა საპროექტო მოცემულობა, სადაც წერია, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ნაგებობა. სპორტის სასახლე არის „დახურული ერთი არენა, რომელიც საჭირობის მიხედვით, ცვალებადობით გამოიყენება სავარჯიშოდ და საასპარეზოდ. აგრეთვე კულტურული, რიტუალური და სხვა ღონისძიებისათვის. (მაგ. როგორიცაა თბილისის სპორტის სასახლე და ს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებული შენობა); კომპლექსი შეიძლება იყოს -სპორტის ერთი სახეობისთვის, რამდენიმე არენით ან სპორტის რამდენიმე სახეობისათვის შესაბამისი სავარჯიშო - საშეჯიბრო სარბიელით, როორიცაა ლეონიძის ქუჩაზე აგებული ნაგებობა (მასალები აღებულია სპორული გაზეთის „ლელოს“ კითხვა - პასუხის არქივიდან“). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ მიანიჭეს სპორტულ კომპლექსს სპორტის სასახლის სტატუსი. ხომ არ ირღვევა აქ ამ ნაგებობის მიმართ მოთხოვნა და პროექტის ავტორის საავტორო უფლებები.

 

. ბათუმში დასანგრევად გამზადებულ სპორტულსკოლას, რომელიც მუხრან ვახტანგაძის სახელობისიყო და რომელიც არანაირად არ აკმაყოფილებდასპორტის სასახლის მოთხოვნებს, აჭარის მთავრობის2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანებულებით ეწოდასპორტის სასახლე. სპორტული სკოლის, უკვესასახლედ წოდებულის დანგრევის შემდეგ, მანგადაინაცვლა სპორტულ კომპლექსში და ეწოდამუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე.

 

ეს იყო აჭარის სპორტული საზოგადოების ნაწილისსურვილი, რაც აჭარის მთავრობასა და სპორტისდეპარტამენტში შემოსული ოფიციალურიმომართვებით გამოიხატა. სათანადო განხილვისშემდეგ, მიღებული იქნა გადაწვეტილება, ბათუმისსპორტის სასახლეს მუხრან ვახტანგაძის სახელიმინიჭებოდა...~. _ აცხადებენ აჭარის განათლებისსამინისტროს პრეს-სამსახურში.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მუხრანვახტანგაძემ პირველმა მოიპოვა მსოფლიოჩემპიონის ტიტული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ისარის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისა და მსოფლიოთასის ორგზის მფლობელი. დაჯილდოვებულიაღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისორდენებით.

 

როსტომ აბაშიძე, 1958-62-63 წლების სამგზისმსოფლიო ჩემპიონია. 1963 წლამდე მსოფლიოჩემპიონატი ტარდებოდა ოთხ წელიწადში ერთჯერ, .. ის ხუთი წლის განმავლობაში იყო უძლიერესიფალავანი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებულიოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენისა და ღირსებისორდენის კავალერი, ახალგაზრდობის მესამესაერთაშორისო მსოფლიო მეგობრული სპორტულითამაშობათა ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი, ჩატარებული აქვს90 საერთაშორისო შეხვედრა და არცერთი არ წაუგია. ოლიმპიური თამაშების მონაწილე ტოკიოში, სადაცმეხუთე ადგილი დაიკავა.

 

როდესაც ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზედაიწყო სპორტის სასახლის მშენებლობა ჩვენიქვეყნის სახელოვანმა სპორტსმენებმა, მეცნიერებმადა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მიმართესთხოვნით აჭარის მთავრობას, რათა ამ ნაგებობასმინიჭებოდა როსტომ აბაშიძის სახელი. წერილსხელს აწერდნენ: ნონა გაფრინდაშვილი, მაიაჩიბურდანიძე, რომან რურუა, ლერი ხაბელოვი, ზორბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე, ელგუჯამეძმარიაშვილი, გიორგი კვესიტაძე, როინმეტრეველი, კახი კახიაშვილი, ასლან ბალაძე, რევაზჩელებაძე, ვახტანგ ბლაგიძე, მუხრან ვახტანგაძე, დავით ბედინაძე, ანზორ ლაზიშვილი, ვანო პაპუნიძე, დავით თედორაძე, რამაზ სურმანიძე, ვახტანგღლონტი, მანუჩარ შერვაშიძე, სერგო დუმბაძე, ნინოსაკანდელიძე.

 

რადგანაც არსებული ნაგებობა საქართველოსკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისსამინისტროს ბალანსზე იყო, ეს თხოვნა გადაიგზავნასამინისტროში.

 

სპორტული კომპლექსზე სტატუსის შეცვლისგადაწყვეტილებას არ იზიარებენ ვეტერანი სპორტსმენები. ისინი ფიქრობენ რომ, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებულ სპორტის სასახლე როსტომ აბაშიძის სახელობის უნდა იყოს.

 

15 წელი გამოდიოდა ხალიჩაზე და საერთაშორისო სარბიელზე მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩატარებული ორთაბრძოლებიდან არც ერთი არ წაუგია! პირველ დიდ წარმატებას 22 წლის ჭაბუკმა მიაღწია. როსტომ აბაშიძე სპორტულ დამსახურებებთან ერთად, თავმდაბალი, ღირსეული, ინტელექტით გამორჩეული ადამიანია და მას არ აინტერესებს, ბათუმის სპორტის სასახლე ან რომელიმე სპორტული ნაგებობა იქნება თუ არა მისი სახელობის, მაგრამ თუ სამართლიანობა გვინდა, ვისაც რა ეკუთვნის, ის უნდა გაკეთდეს. რაც მთავარია, ადამიანებს სიცოცხლეში უნდა ვაჩუქოთ სიყვარული და გამოვხატოთ მათდამი პატივისცემა. როსტომ აბაშიძე ამას იმსახურებს“! - ამბობს თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერან მოჭიდავეთა კავშირის თავმჯდომარე, სპორტის რაინდი, თბილისის საპატიო მოქალაქე გურამ საღარაძე.  

 

 

საერთოდ, წინაპრები, ვისზეც დგახარ, უნდა დააფასო. შეუძლებელია გივი კარტოზიასა და როსტომ აბაშიძეზე წინ დააყენო თავი. ალბათ არ იციან, რომ, როდესაც როსტომ აბაშიძე და უნგრელი პოიაკი მესამედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, იმ პერიოდში მთელს ჩვენს პლანეტაზე, კლასიკური სტილის მოჭიდავეებში, მხოლოდ სამი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იყო: გივი კარტოზია, როსტომ აბაშიძე და უნგრელი პოიაკი. დიახ, როსტომ აბაშიძე მსოფლიო სამეულში შედიოდა! ყველა მოჭიდავეს აქვს თავისი ხელწერა. რაც შეეხება როსტომს, ის იყო უნიკალური მოჭიდავე თავისი ტექნიკითა და ტექნოლოგიით. ასეთი მოჭიდავე არავინ ყოფილა. თუ სჭირდებოდა ერთი ქულა, აიღებდა მას და ასე დაასრულებდა ასპარეზობას. შანს ხელიდან არ გაუშვებდა. ყველა მოწინააღმდეგეს ჭიდაობის თავის სტილს სთავაზობდა. მიმაჩნია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებულ ნაგებობას, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრს ბალანსზეა, უნდა ეწოდოს წლების განმავლობაში მსოფლიო უძლიერესი ფალავნის - როსტომ აბაშიძის სახელი“ - ამბობს ოლიმპიური თამაშებისა და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, სპორტის რაინდი რომან რურუა.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ცნობილმასპეციალისმა, საბჭოთა ავშირის სპორტისმინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კაცმა, რომელიცყველა სახის ჭიდაობას კურირებდა საბჭოთაკავშირში - არკადი ლენცმა როსტომ აბაშიძესგანსაკუთრებული ტაქტიკის მოჭიდავეუწოდა - „ისიყო სპორტსმენი, რომელსაც არცერტი შეხვედრა არწაუგია

 

 

ვეტერანი მოჭიდავეების აზრს იზიარებსდამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტთაკავშირის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითიკავშირის, მხატვართა კავშირისა და საქართველოსსპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი დემიკოლოლაძე: „როსტომ აბაშიძე მთელი ცხოვრებალეგენდა იყო! ამიტომ, ყველას მართებსობიექტურობა და სამართლიანობა დაიცვას. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, კარგადუნდა დავფიქრდეთ. თუ არ ვიცით, უნდა ვიკითხოთ.  გივი კარტოზია რომ ცოცხალი იყოს, ისიც იტყოდა, თბილისის სპორტის სასახლეს ჩემი სახელი არმიანიჭოთო. მაგრამ, ეს არაფერს არ წყვეტს და არცვლის. არ შეიძლება ისეთი ღირსეული ადამიანის, როგორიც როსტომ აბაშიძეა, ღვაწლი დადამსახურება არ დავინახოთ!

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანსპორტსმენებს, მეცნიერებსა და საზოგადომოღვაწეებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე დიდ სპორტულნაგებობას ბათუმში, როგორიცაა სელიმხიმშიაშვილის ქუჩაზე აგებულ სპორტულ ნაგებობა დარომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა დაახალგაზრდობის სამინისტროს ბალანსზეა, მიენიჭოსაჭარის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანისპორტსმენის როსტომ აბაშიძის სახელი.

 

big_banner
არქივი