logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ასეთ ადამიანებზე დგას გომელაურის უწყება!
- +

25 სექტემბერი. 2022. 23:14

 

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თემოს ბავშვობიდან ვიცნობ.

 

სკოლის პერიოდიდან.

 

და ვიცნობ, როგორც ზნეობრივ და პრინციპულ ადამიანს. ვიცნობ, როგორც კაცს და ღირსების სადარაჯოზე მდგარს!

 

აკი, არც ბოლო წლებში შეცვლილა.

 

მისი პირდაპირობა ნაცებმაც არაერთხელ იგემეს და ამის გამოც არის, ქოშს რომ უკუღმა ჰყრიან და თემურ კუპატაძის ლანძღვაში არიან. მელიასთან მისი დაპირისპირებაც ყველას კარგად გვახსოვს, რაც მავანთაგან "არ ეპატია" და მისი "ჩამოლაბორანტებაც" გადაწყვიტეს.

 

დრომ ყველაფერი დაალაგა.

 

ეს მაგარი კაცი დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს  ჩაუყენეს სათავეში და გარწმუნებთ, არც შემცდარან.

 

დიახ, ესაა მთავარი, რომ ასეთ ადამიანებზე დგას დღეს გომელაურის უწყება!

 

ზნეობა, პრინციპულობა და ღირსება - ეს ის მთავარი თვისებებია, რითიც თამამად შემიძლია მისი დახასიათება.

 

თემო, წარმატებები, მეგობარო და წინსვლა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში!“ - წერს გიორგი მამაცაშვილი.

 

 

big_banner
არქივი