logo_geo
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირს გიორგი მამაცაშვილი უხელმძღვანელებს!
- +

10 აპრილი. 2023. 13:46

 

 

2023 წლის 8 აპრილს თბილისში გაიმართა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის მე-6 (17) ყრილობა, რომელიც გახსნა კავშირის წევრმა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა  როინ მეტრეველმა. ყრილობამ მოისმინა ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარის მარინა თექთუმანიძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, დამტკიცდა კავშირის ახალი წესდება და გამგეობის შემადგენლობა. ყრილობამ საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარედ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი