logo_geo
ლალი მოროშკინა: ნუ იყურებით უფსკრულში!
- +

1 დეკემბერი. 2016. 23:35


 

„მაშინ არ დაგვიწუწუნია, არ დაგვიჩოქია, არც გვიტირია....ცრემლი გაშრა, უბრალოდ გროშებს ვაგროვებდით და  ახალ-ახალ სასაფლაოებს ვხსნიდით გმირების დასამარხად...",- ამის შესახებ ლალი მოროშკინამ „ქართულ აზრს" განუცხადა.

 

 

„სირცხვილია ბატონებო, სირცხვილია ასე არ გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა!

 

ასე გინდათ აფხაზების და ოსების გულის მოგება, თუ მარტო ტერიტორიების დაბრუნება გვსურს? გადახედეთ სოციალურ მედიას, რა სამარცხვინო პანიკაა!!! რას ვაკეთებთ, რას? იმის მაგივრად, რომ გავერთიანდეთ კრიზისული მენეჯმენტი ავამოქმედოთ, ახლად შექმნილ მთავრობას სტიმული მივცეთ, რას ვკადრულობთ? ვერ ვხვდებით, რომ ან ერთად გადავრჩებით, ან ერთად დავიღუპებით?

 

გაიხსენეთ „დიდი დეპრესიის" პერიოდის ამერიკა. ყველაზე მეტი ფილმი, სამშობლოს სიყვარულზე და  ამერიკის სიდიადეზე ზუსტადაც 1929-1933 წლებშია გადაღებული, როდესაც ხალხი შიმშილის პირას იდგა. 1941 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ფაქტიურად შიშველი ხელებით, ენთუზიაზმით და სამშობლოს გადარჩენის უდიდესი სურვილით დამარცხებული ფაშიზმი, სამამულო ომი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა!

 

ჩვენ ქართველებმა ამაყად გავიარეთ 90-იანები!

 

ერთ დღეს რომ მოვიხედე, აღარც კლასელები მყავდა ცოცხალი, და აღარც ჯგუფელები... დღემდე მესიზმრება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე სადარბაზოებთან აყუდებული კუბოს სახურავები... დღემდე ვერ ვიტან მიხაკებს... მაშინ არ დაგვიწუწუნია, არ დაგვიჩოქია, არც გვიტირია....ცრემლი გაშრა, უბრალოდ გროშებს ვაგროვებდით და  ახალ-ახალ სასაფლაოებს ვხსნიდით გმირების დასამარხად...

 

რა დაგემართათ ხალხნო? ნუთუ მშვიდობამ ასე გაგვაზულუქა, ნუთუ უტირანობას ვერ ვიტანთ, ნუთუ დაცარიელებული ციხეები დისკომფოტია? ნუთუ ასე გადავშენდით? ნუ იყურებით უფსკრულში, თორემ უფსკრული შემოგხედავთ თქვენ!",- განაცხადა მოროშკინამ. 


 

 

 

right_banner big_banner
არქივი