logo_geo
„ჭურჭლის ნამტვრევებით და ქვებით შექმნილი გენიალური ნახატები“
- +

21 დეკემბერი. 2016. 02:13



88 წლის თელაველი მხატვარი  ელენე ლუხუტაშვილი ფართო აუდიტორიამ ორიოდე  თვის წინ გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ტკივილით და ტანჯვით არის აღსავსე, საკუთარი ბედნიერება მის შემოქმედებაში იპოვა.


როგორც ქალბატონი ელენე იხსენებს, შვილების გაჩენის შემდეგ დედას დამბლა დაეცა, რის გამოც მამამ მიატოვა და დარჩა მარტოხელა ქალბატონი სამი შვილის ამარა. ელენეს ჰყავდა ტყუპისცალი და, ასევე ძმა, რომლებიც შიმშილისგან დაიღუპნენ და მხოლოდ ის გადარჩა.


უკიდურესი გაჭირვების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ელენეს დედა იძულებული გახდა მოწყალება ეთხოვა და ასე გადაერჩინა ცოცხლად დარჩენილი ქალიშვილი. 15 წლის ასაკში ელენემ მუშაობა დაიწყო ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად და პირველ ხელფასზე მთლიანი პური შეიძინა, რაც იმ დროს მისთვის  ფუფუნება იყო.


დაიწყო ელენემ ნახატების შექმნა, საღებავის და ფანქრის არქონის გამო ხატვის განსხვავებულ ხერხს მიმართა და ამისათვის ჭურჭლის ნამტვრევებს, კანფეტის ფერად ქაღალდებს და კენჭებს იყენებდა და დღესაც ასე აგრძელებს.


ამბობს, რომ სიბერეს ვერ გრძნობს და არ სჯერა, რომ 87 წლის არის. უყვარს ადამიანები და მისი სურვილია თელავის ცენტრში დაიდგას ქანდაკება „ოცნების კოშკი" სადაც ახალგაზრდა შეყვარებულები მივლენ და დაისვენებენ.


ელენე ლუხუტაშვილი მარტო ცხოვრობს, 1983 წელს გარდაეცვალა მეუღლე, არ ჰყავს შვილი და მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. ის მადლობელია ყველასი, ვინც მისი შემოქმედებით დაინტერესდა და დააფასა.


ელენე თვლის, რომ თუ ადამიანი ხელოვანია, მისი შემოქმედება, როგორც თავად ამბობს ლეიბის ქვეშ არ უნდა დამალოს და ის საზოგადოებამ უნდა გაიცნოს.


მას შემდეგ რაც გადაცემა „2030″-მა ელენეს შესახებ სიუჟეტი მოამზადა მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, ცისნამი საყვარლიშვილმა ეროვნულ გალერეაში პერსონალური გამოფენა მოუწყო.


88 წლის თელაველ ელენე ლუხუტაშვილის ნახატები ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. მხატვრის ტექნიკა რადიკალურად განსხვავებული და შრომატევადია. მასში არც საღებავები და არც ფანქრებია გამოყენებული.


ის შექმნილია ჭურჭლის ნამტვრევებით, ზღვის კენჭებით და კანფეტის ფერადი ქაღალდებით. ელენე ლუხუტაშვილმა ხატვის ამ მეთოდს საღებავების და ფანქრების არქონის გამო მიმართა.


15 წლიდან დღემდე დაუღალავად მუშაობს და თითოეულ ქმნილებაში დიდ სიყვარულს დებს.  ელენე ლუხუტაშვილი აუდიტორიამ ერთი თვის წინ გადაცემა „2030"-ის მეშვეობით გაიცნო და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.


მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მისი ოცნება ახდა და ეროვნულ გალერეაში პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა უზრუნველყო.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი