logo_geo
დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა
- +

15 მარტი. 2018. 15:23


დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას" საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.


ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის მაკა დვალიშვილის ინფორმაციით, ამ ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს მისი, როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო დონეზე აღიარებას, როგორც ისტორიული, კულტურული, ასევე სახელოვნებო კუთხით. ტერიტორიის დაცვა და ზედამხედველობა ევროპულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ უნდა განახორციელოს.

 

„ამ მიზნით დაგეგმილია რამდენიმე ეტაპის სამუშაოების განხორციელება. პირველ ეტაპზე საქართველოში მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტთა მისია ჩამოვა. ისინი შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მისი განვითარების გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ, ამაზე დაყრდნობით მოხდება დამატებით სახსრების მოძიება", - განაცხადა მაკა დვალიშვილმა.


აპრილში „ევროპა ნოსტრას" ექსპერტები შეისწავლიან და შეაფასებენ ძეგლის მდგომარეობას. განისაზღვრება სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები.


„ევროპა ნოსტრას" მხრიდან მოხდება თანხების მოძიება, როგორც ადგილობრივი ფონდებისა და კერძო პირების მეშვეობით, ასევე საერთაშორისო დონეზე", - განმარტავს კულტურისა და სპორტის მინისტრი მოადგილე ლევან ხარატიშვილი.



 

big_banner
არქივი