logo_geo
მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში 6 საუკეთესო რეჟისორს შორის მოხვდა!
- +

20 მარტი. 2018. 21:11



„დედეს" რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი თავის ახალ ფილმზე „ნენე" მუშაობას პარიზში განაგრძობს.


ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია.


მარიამი 6 თვის მანძილზე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში Cinefondation რატი წითელაძე მონაწილეობდა პროექტით „ცარიელი სახლი".


მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე" ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. „დედეს" ასევე აქვს აღებული იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია - წყნარი ოკეანის დაჯილდოების.


გარდა ამისა, „დედე" სულ მალე Air France-ის ავიახაზების მგზავრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი