logo_geo
Black Sea Jazz Festival-ის ბილეთების გაყიდვა 2 აპრილს დაიწყება
- +

31 მარტი. 2018. 19:15



2 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება Black Sea Jazz Festival -ის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა, რაც ბილეთების შეზღუდული რაოდენობით გამოტანას გულისხმობს. ორგანიზატორების თქმით, პირველი კალათის ბილეთების ამოწურვასთან ერთად, ბილეთის ღირებულებაც გაიზრდება.


19 ივლის Black Sea Jazz Festival-ს ლეგენდარული Robert Plant-ის კონცერტი გახსნის.


Led Zeppelin-ის სოლისტი კონცერტს „ბლექ სი არენაზე" გამართავს. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.


საქართველოში ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.



 

big_banner
არქივი