logo_geo
ცნობილია ქართული ფილმები, რომლებსაც ლონდონის კინოფესტივალზე აჩვენებენ
- +

11 აპრილი. 2018. 03:29

 

 

1-8 მაისს ლონდონში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოფენის გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნება „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“ ქართული ღვინისა და კერძების თანხლებით.

 

ფესტივალზე აჩვენებენ ასევე, ბოლოს გადაღებულ ქართულ ფილმებს: ზაზა ურუშაძის "აღსარება", ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რატი ონელის "მზის ქალაქი", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, ანა ურუშაძის „საშიში დედა“, მარიამ ხაჭვანის „დედე“ და სხვა.ფესტივალზე გაიმართება დისკუსია ფილმის რეჟისორებთან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი