ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მეუღლის განცხადებით, რეჟისორი პარასკევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მილოშ ფორმანს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანეს ფილმებმა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „ამადეუსი“. ფორმანმა სწორედ ამ ფილმების გამო მიიღო პრესტიჟული ამერიკის ფილმის აკადემიის ჯილდო - „ოსკარი“.