logo_geo
სოფელ გორისაში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

10 მაისი. 2018. 21:44

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში მდებარე XIX ს-ის თხმორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

„შესასვლელი სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში კი თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. გადახურულია კრამიტით. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, სამხრეთ კედელში ზედა სართულებზე ამავალი კიბეა ჩართული. მეორე სართულზე დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. მესამე სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ფანჩატურია. გადახურულია თუნუქით. სამრეკლოს მორთულობას წარმოადგენს პირველი სართულის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლის დეკორატიული თაღები და დასავლეთის შესასვლელის სადა ლილვები“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი