logo_geo
ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

2 სექტემბერი. 2018. 11:53

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების არგოხის კოშკს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

„კოშკი სწორკუთხაა (5,8×5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გარედან შებათქაშებული ყოფილა. ოთხასრთულიანია. შესასვლელი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელშია. კარი სწორკუთხაა. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. მესამე სართულს აივანი უნდა ჰქონოდა. ამ სართულზე ჩრდილოეთ კედელში საკარე ღიობია შემორჩენილი. სართულებზე სწორკუთხა სარკმლები და ნიშებია. კოშკი გვიანი შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რის გამოც იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას“, – აღნიშნულია  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი