logo_geo
ნიკო ფიროსმანის სურათები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება
- +

5 ნოემბერი. 2018. 15:32

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 10 ნოემბრიდან, 2019 წლის 10 მარტამდე, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში „K20-Kunstsammlung NRW“ ნიკო ფიროსმანაშვილის 5 სურათი გამოიფინება.

 

მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“.

 

დიუსელდორფის ხელოვნების მუზუმში ექსპონირებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი“ და „ხილის დუქანი“; ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან  ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფები“ და „ნატურმორტი დოშებით“.

 

 

 

big_banner
არქივი