logo_geo
ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა
- +

27 ნოემბერი. 2018. 15:29

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა.

 

დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე International Environmental Film Festival Green Vision „ჯინო“ მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს.

 

„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო, იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.

 

 

 

 

big_banner
არქივი