logo_geo
ვალერი მელაძე საიუბილეო კონცერტს ბათუმში გამართავს
- +

28 იანვარი. 2017. 02:14




რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე, 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს ბათუმში, 9 მაისს გამართავს. ორგანიზატორების განცხადებით, ეს იქნება  მელაძის ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში ქართველი მსმენელის წინაშე.

 

„მსოფლიოს მრავალი სცენა, უფრო მრავალი თაყვანისცემელი, დიდი აღიარება და უფრო დიდი სურვილი საქართველოში სიმღერისა, იქ, სადაც ყველაზე ამაღელვებელია, იქ, სადაც ადვილად ვერ იმღერებ. ყველგან და ყოველთვის, სადაც ხმა მიუწვდება და ამოეღება, საქართველოს ქომაგია. ძმები მელაძეების შემოქმედებითი ტანდემი ქართულ ბრენდად აღიქმება, თუმცა, აქ არ ჩამოყალიბებულა. დიდი გზა სიმღერის შესრულების ქართული მანერიდან საკუთარ მანერამდე", - აცხადებენ ორგანიზატორები.


​მათივე ინფორმაციით, დაბალფასიანი ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იქნება.


წყარო http://www.infobatumi.ge/

 

 

 

 

big_banner
არქივი