logo_geo
ეროვნული არქივში გამოფენა „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ გაიხსნა
- +

13 მაისი. 2019. 18:37

 

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ გაიხსნა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ძველნაბეჭდი წიგნები და ფოტომასალა.

 

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს როგორც დოკუმენტების ფოტოასლები, ასევე ისეთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერებისა და საბუთების ორიგინალები, როგორიცაა იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი IX საუკუნით დათარიღებული ანბანდიდი სახარება, სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.), ნევმირებული საგალობელი (X-XI სს.), დავითნი (X ს.), სავენახე მიწის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ.); ასევე სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერები და საბუთები: ანჩის სახარება (XII ს.), კალმახის ციხის სახარება (1534 წ.); შეწირულების წიგნი კათალიკოს დოროთეოსისა იტრიის ღმრთისმშობლისადმი (1592-1600 წწ.) და მრავალი სხვა; ეროვნული არქივის ფოტოკოლექციაში დაცული ტბეთის, ახტალის, ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების, ბედიის მონასტრის ფოტოები და სხვა.

 

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა 20 მაისამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი