logo_geo
„50 ელფერით მუქი“ ბრუნდება
- +

8 თებერვალი. 2017. 18:14


                    

9 თებერვლიდან ეროტიკული ტრილოგიის მეორე ეკრანიზაცია ბრუნდება. ვალენტინობის მთავარი საჩუქარი კინომანებისთვის, ამჯერად „50 ელფერით მუქი" იქნება.


კრისტიანის და ანასთეიშას რომანის ახალი ეტაპი კონტრაქტებისა და პირობების გარეშე გრძელდება. კრისტიან გრეი საყვარელი ქალის სურვილების ასრულებით ცდილობს ყველა მოსალოდნელი შედეგი დააზღვიოს, თუმცა ფილმში ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან, რომლებიც გაცილებით მეტ სირთულესა და ინტრიგას შესძენენ ფილმსაც და წყვილის ურთიერთობასაც.


ფილმში დაკოტა კონსონთან ერთად, კიმ ბესინჯერსაც იხილავთ, რომელიც გრეის ბიზნეს პარტნიორია და ამავდროულად ქალია, რომელმაც გავლენა იქონია მის სექსუალურ ურთიერთობებზე.


9 თებერვლიდან ფილმში მაყურებელი ინტიმურ სცენებს, კიდევ უფრო მუქ ფერებში იხილავს.


 

big_banner
არქივი