logo_geo
ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გრძელდება
- +

12 ოქტომბერი. 2019. 01:57

 

 

კინოფორუმის მეორე დღე დიმიტრი ცინცაძის შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმით - "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" გაიხსნა, საღამოს კი ფორუმის სტუმრებმა იხილეს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი "უარყოფითი რიცხვები". ფილმების ნახვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს.

აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებების გარდა, ღონისძიება დაეთმო პანელ დისკუსიას კინომემკვიდრეობის თემაზე, რომელსაც "შემოქმედებითი ევროპის" საქართველოს დესკი წარმოადგენდა. 

ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ. 

 

 

big_banner
არქივი