logo_geo
მსოფლიო ცირკის ქართველი ლეგენდა გარდაიცვალა: რა ვიცით ნანა მელქაძეზე?
- +

14 ნოემბერი. 2019. 00:32



საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მელქაძე გარდაიცვალა, უშიშარი მხედარი და პირველი ქალი საქართველოში, რომელიც ჯიგიტის ურთულეს ელემენტებს ასრულებდა, - წერს ფეისბუქგვერდი  "როსგორცირკი" (Росгосцирк). 
 

მისი ცნობილი ტრიუკი - "კლდე" საბჭოთა მაყურებელს აღაფრთოვანებდა. გაქანებულ ცხელზე მჯდარი ნაზი ქალი, ცალი ფეხით მოჭიდებული უნაგირზე, თავით ქვემოთ ეკიდება, უცებ ხტება მანეჟზე და მოულოდნელად, ერთი ნახტომით კვლავ ცხენის უნაგირზე აღმოჩნდება. ნანა პირველი ქალი იყო, რომელიც თვალახვეული ასრულებდა ტრიუკს მორბენალ ცხენზე.  

 

ბედი თავად პოულობს თავის გმირებს. ახალგაზრდობაში ნანა საერთოდ არ ფიქრობდა ცირკის მსახიობის კარიერაზე. თუმცა, 14 წლის გოგონა რეგულარულად მონაწილეობდა საცხენოსნო - სპორტულ შეჯიბრებებში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა.

 

"მხოლოდ თბილისის ცირკის ხელმძღვანელის, ირაკლი ყანჩელის დაჟინებული თხოვნის შემდეგ შეიძინა მსოფლიო ცირკმა ჯიგიტის ხელოვნების უნიკალური ოსტატი. ნათელი მის ხსოვნას. ნანა მელქაძე მსოფლიო ცირკის ლეგენდაა", - წერს "როსგორცირკი".

 

თარგმანი: შორენა პაპაშვილი

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი