logo_geo
მაია კახიძეს „ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდება მიენიჭა: მართლა საინტერესო გზა გავიარე
- +

25 ნოემბერი. 2019. 20:51

 

მსახიობს, ჟურნალისტსა და მწერალს, მაია კახიძეს, მწერალთა კავშირმა "ქართული კულტურის ამაგდარის" წოდება მიანიჭა.

 

როგორც თავად მაია კახიძე აცხადებს, საინტერესო გზა გაიარა. ესტრადის მსახიობი მოვიდა ჟურნალისტიკაში, იქიდან კი მწერლობაში გადაინაცვლა.

 

მისივე თქმით, ყველა ის საქმე იპოვა, რომელიც ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებს.


"მეგონა, უფრო გვიან მივიღებდი ამ ჯილდოს, 70 ან 80 წლის ასაკში (ან უფრო გვიან), მაგრამ იქამდე, ჯერ შორია და ახლა მომანიჭა მწერალთა კავშირმა „ქართული კულტურის ამაგდარისწოდება. დიდი მადლობა, რასაკვირველია და რომ დავფიქრდი (უნდა ვთქვა), მწერალთა კავშირს არ ჰყავს ჩემნაირი მაინც არავინ, ანუ: მსახიობი, ჟურნალისტი და მწერალი! ხანდახან მეც მიკვირს, უკან რომ მივიხედავ. არადა, მართლა საინტერესო გზა გავიარე: ესტრადის მსახიობი მოვედი ჟურნალისტიკაში და ჟურნალისტიკიდან კი მწერლობაში. მე ყველა ის საქმე ვიპოვე, რომელიც ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს.



ყველა ჩემი პროფესიის მადლიერი ვარ. სწორედ ეს ხდის ჩემს საღამოებს თუ პრეზენტაციებს განსხვავებულს და იმედი მაქვს, ჩემი ძვირფასი მკითხველი, მეგობრები, კოლეგები და მწერალთა კავშირი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს და ალბათ, ცოტა ადრეც იმიტომ გამხადეს „ამაგდარი“ (ჩემს კედელს ბევრ საინტერესო ჯილდოსთან ერთად, ეს წოდებაც შეემატა).



თუკი რამ ვაკეთე ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში გულით, სულით, სიყვარულით და ჩემი პროფესიების მადლით ვაკეთე. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგახართ. მადლობა მარინა თექთუმანიძეს, მაყვალა გონაშვილს, ბაღათერ არაბულს, ხვიჩა ყალაბეგაშვილს, მარიკა ხიხაძეს, მანანა გორგიშვილს და მადლობა იმ „მეორე“ მაია კახიძეს, რომელსაც შრომა არასოდეს ეზარება.


ჰო, ახალი წიგნი უკვე დავიწყე...


(
ფოტო კი მობილურით გადავიღე და ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით).

 

სიყვარულით და პატივისცემით, თქვენი მაიკო კახიძე", - წერს მწერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.  

 

 

 

 

 

big_banner
არქივი