logo_geo
ავსტრიაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა
- +

13 დეკემბერი. 2019. 17:00

 

ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა გია ყანჩელის ხსოვნას.

 

კონცერტში მონაწილეობდნენ ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები - პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი. კონცერტს ესწრებოდა ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი.

 

საშობაო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ. ელჩმა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მუსიკალური ტრადიციების მრავალფეროვნებას. დავით დონდუამ სტუმრებს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები წარუდგინა და მათი წარმატებული სახელოვნებო კარიერის შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საელჩოსთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი