logo_geo
ელენე ლუხუტაშვილი გარდაიცვალა: წავიდა, შეუერთდა დიდ ხელოვანთა რიგს, ეპოქა რომ შექმნეს
- +

23 დეკემბერი. 2019. 22:19

 

ჭურჭლის ნამტვრევებით, კენჭებით, კანფეტების ქაღალდებით საოცარი ნამუშევრების შემქმნელი ელენე ლუხუტაშვილი გარდაიცვალა.

 

წავიდა. შეუერთდა იმ დიდ ხელოვანთა რიგს, რომელთაც შექმნეს ეპოქა.

 

დიახ, ელენე ბებიამ თავისი უბრალოებით და თავისი დიდი ნიჭით შექმნა ეპოქა. უბრალო ქვის, თიხის, თეფშის, მინის ნატეხებით ქმნიდა დიდ შედევრებს. ან როგორ იტევდა ამხელა ცოდნას, რა წარმოსახვა ჰქონდა.

 

ხშირად, მინის ქვეშ კანფეტის ქაღალდი დამიდია რომ ფერი მიმეცაო. რამდენიმე წლის წინ ერთმა ქალბატონმა მთხოვა გადამეცა, რომ თუ სურვილი ექნებოდა მოზაიკით შეეძლო დახმარება. როდესაც ვუთხარი, ასეთი რამ მითხრა. არა, შვილო, მე არაფრისგან ვქმნიო. ყველაფერი რო მქონდეს, ის არ გამოვა რაც მინდაო.

 

ნათელში იყავი ტკბილო და ყველასთვის მლოცველო ელენე ბებია. მუდამ სიხარული და სიყვარული კიაფობდა შენს თვალებში, ყველა შემხვედრს, უცხოს თუ ნაცნობს ისეთ თბილ სიტყვას ეტყოდი, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო , სიხარულით უცვლიდი განწყობას.

 

მშვიდად განისვენე იქ, სადაც არც ჭირია და არც სიცივე, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ”, -წერს სოციალურ ქსელში ლევან ცაკაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი