logo_geo
გიორგი კეკელიძე: ძახილი არ ჭირდება სიყვარულს, არც გამარჯვებული ჭირდება...
- +

5 იანვარი. 2020. 12:18

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„–სიყვარულის დახუჭობანა–

 

ხან შენ იხუჭები და მე გავდივარ, ოღონდ არ მეძებ. ხან მე და იგივე. რადგან ვიცით, როცა მოგვინდება, ორივე ვიპოვით ერთმანეთს, თუნდაც მზერა ჩავიბრუნოთ და დღე დაღამდეს. სხვანაირად სიყვარული ვერ გაძლებს – ხანდახან ერთმანეთი უნდა დავკარგოთ და არ ვეძებოთ. ხანდახან ერთმანეთი უნდა გამოვტოვოთ და არ ვუყუროთ. „გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი!“ ძახილი არ ჭირდება სიყვარულს, არც გამარჯვებული ჭირდება. ამიტომაც, ხან შენ იხუჭები და მე გავდივარ, ოღონდ არ მეძებ. ხან მე და იგივე“, - წერს კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი