logo_geo
რატომ მუშაობდა ბაადურ წულაძე კინოთეატრებში მექანიკოსად და როგორ იხსენებენ მას მეგობრები
- +

22 იანვარი. 2020. 12:18

 

ქართველ მსახიობს, კინორეჟისორს, სცენარისტს და ბათუმის საპატიო მოქალაქეს ბაადურ წულაძეს მისი და ლედი წულაძე და მეგობრები იხსენებენ.

 

ლედი წულაძე: „პატარაობაში ძალიან გამხდარი იყო. მე-7 კლასიდან  გაუგო ჭამას გემო  და მოსუქდა. მე-11 კლაში კარგი მოსუქებული იყო.

 

რომ ეკითხებოდნენ, რა გიყვართ, ბატონო ბადურო? პასუხობდა - „ხაჭაპურზე ტვინი მეკეტება“. მართლა ეგრე იყო, ვერ იტყოდა უარს, მაგრამ არჩევდა კარგს და ცუდს.

 

ხუთოსანი არ იყო. ვინმე რამეს რომ დააშავებდა და მასწავლებელი იკითხავდა, ვინ დააშავა, ის ადგებოდა. იცოდა, რომ არაფერს უზამდნენ. რასაც აკეთებდა, გემრიელად აკეთებდა, დაძალებით ვერაფერს გააკეთებინებდი.

 

კინომცოდნე ოლიკო ჟღენტი: „ბავშობიდან აგროვებდა გრამფირფიტებს. ზეპირად იცოდა ყველა ოპერეტა. ბათუმის პორტში, როდესაც  უცხოელ მეზღვაურები ჩამოდიოდნენ, ბადური და მისი ამხანაგები მიდიოდნენ და ამ ფირფიტებს ცვლიდნენ ჯაზის ფირფიტებზე. მაშინ გაიგო ამერიკული სიგარეტის გემო.

 

ორი ფილმი უყვარდა გამორჩეულად. ეს იყოდიდი ვალსიდა მექსიკური ფილმიცისკო კიდი“.  ეს ფილმი  იმიტომ უყვარდა, რომ მთავარი პერსონაჟი ცეკვავდა ტანგოს. ფილმში იყო ეპიზოდი, რომელზეც ბადური გიჟდებოდა.

 

 

ბადური ბათუმში მოეწყო მექანიკოსის თანაშემწედ. კინოსეანსებიოქტომბერსადააპოლოშითითქმის პარალელურ რეჟიმში გადიოდა. მის მოვალეობაში შედიოდა, მოესწრო, როდესაც ფილმის ერთი ნაწილი დასრულდებოდა, კინოფირი აეღო, გადაერბინაოქტომბრამდედა სასწრაფოდ მიეტანა მექანიკოსისთვის. საინტერესო ისაა, რომ ამ შუალედში ის ასწრებდა ფილმების ყურებას. ის კინოს ფანატიკოსი იყო.

 

რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილი:  „მოსკოვში, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. ქართველების კომუნასავით გვქონდა. ელდარ შენგელაია, ოთარ იოსელიანი, ბაადურ წულაძე, გიორგი შენგელაია, ბორის ანდრონიკაშვილი, ორ ოთახში ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში. სულ ერთად ვიყავით. ბადური იყო ნიჭიერი ადამიანი. იმდენი რამ იცოდა, თუ რამე გვჭირდებოდა კინოში ან ლიტერატურაში, მას ვეკითხებოდით. ბევრს კითხულობდა. მისი ფილმები სულ დაკავშირებულია სიცილთან, იუმორთან.

 

ბაადურ წულაძე 2018 წლის 17 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე, გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალეს. 

 

 

 

 

big_banner
არქივი