logo_geo
„Queen“ პირველი მუსიკალური ბენდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე მოხვდება
- +

22 იანვარი. 2020. 18:03

 

„ქუინი“ £5-ს მონეტის სახე ხდება, რაც მას პირველ მუსიკალურ ბენდად აქცევს, რომელიც ბრიტანეთის ვალუტაზე მოხვდა.

 

საკოლექციო მონეტები 24 იანვარს გამოდის. მასზე ინსტრუმენტების სახით იქნება აღნიშნული ბენდის თითოეული წევრი. ფრედი მერკურის როიალი, რომელზეც ლეგენდარულმა მუსიკოსმა „ბოჰემური რაფსოდია“ დაწერა, მონეტის თავში ჩანს.

მონეტაზე ასევე გამოსახულია ბრაიან მეის გიტარა, ჯონ დიკონის ბასი და როჯერ ტეილორის დრამი. მეიმ და ტეილორმა განაცხადეს, რომ ეს მათთვის დიდი პატივი იყო.

საკოლექციო მონეტების ფასი 13 გირვანქა სტერლინგიდან იწყება. არის ასევე სპეციალურ ფუტლიარებში მოთავსებული ოქროს მონეტების მცირე პარტია. ასეთი მონეტის ფასი კი £2020-ია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი